Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

400 დოლარის გასანაღდებლად მისულს ანგარიშზე მილიონები დახვდა

400 დოლარის გასანაღდებლად მისულს ანგარიშზე მილიონები დახვდა

უამრავი უცნაურობა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. მექომბ ქაუნთიში მცხოვრებ 33 წლის მამაკაცს გუშინ ზღაპრული დილა გაუთენდა.

 

კაცმა, რომელიც ანონიმურობას ამჯობინებს, 4 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდა ლატარიის კომპანიაში მისვლამდე. 

 

გამარჯვებული ამბობს, რომ იმ დილას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. სახლიდან გასვლამდე მეუღლეს უნახავს მისი ტელეფონი და ცოლმა ახარა, რომ 400 დოლარი ჰქონდა მოგებული ლატარიაში. 

 

ახალ მილიონერს სამსახურში წასვლამდე ფულის გასანაღდებლად უნდოდა შევლა, მაგრამ როდესაც კომპანიის ოფისში კარი შეაღო, დახვდა მორთულ-მოკაზმული ოთახი და 4 მილიონ დოლარიანი ჩეკი.

 

“არ ვიცი რა ვთქვა, ჩემმა უბედნიერესმა მეუღლემ მითხრა, რომ 400 დოლარი მქონდა მოგებული. აზარტულ თამაშებში მოგებას არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი დოლარი იქნება, ამიტომაც იყო ასე გაბედნიერებული. სამსახურში მისვლამდე მსურდა ლოტოს კომპანიაში შევლა და თანხის განაღდება, რადგან საღამოს ბევრი საქმე მქონდა, თუმცა როდესაც შევედი სხვა სიტუაცია დამხვდა. მოგებული 4 მილიონით ზღაპრულ ცხოვრებას მოვიწყობთ” - განაცხადა გამარჯვებულმა

 

ისე, წარმოიდგინეთ, რომ გათენდა და გეუბნებიან 4 მილიონი დოლარი თქვენიაო, რაში და როგორ დახარჯავდით? 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ