Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? | კოეფიციენტები

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? | კოეფიციენტები

რამდენიმე თვის წინ, ზუსტად კი 26 ივლისს დავწერეთ, რომ მესის ოქროს ბურთის აღებას 1.43 ჰქონდა კოეფიციენტი და ისიც ვახსენეთ, რომ კუში ნაჩუქარიაო.

 

ახლა ლეო ცუდ ფორმაშია და ბოლო 2 თვეში წამოეწივნენ ლევანდოვსკი, სალაჰი და სხვა ფეხბურთელები Ballon D’or-ის ბრძოლაში. თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ 2021 წლის 1 დეკემბერს აუცილებლად ლეოს უნდა გადასცენ ჯილდო. 

 

ასეთი მოლოდინი ლოგიკურია, რადგან როგორც იქნა 34 წლის ასაკში მოიგო სანაკრებო ტიტული ლეომ და ცოტა ხნით მაინც გააჩუმა კრიტიკოსები.

 

მოგეხსენებათ, კოპა ამერიკის ტიტული ადვილი მოსაგები არაა. არგენტინამ წელს სამხრეთული ქვეყნების ჩემპიონატი მოიგო ბრაზილიაში ბრაზლიასთან! დიდი აფიშაა, ისეთი რამაა, რაც ყველა არგენტინელს დაამახსოვრდება.

 

საკლუბო დონეზე კი თუ ლეომ მაინცდამაინც 45-50 გოლი არ გაიტანა, ხალხი ამბობს რომ ცუდი სეზონი ჰქონდაო. კარგით, გასაგებია რომ 1 წელი ჩააგდო ბარსელონამ და ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ ინდივიდუალურად ისეთი სეზონი ჩაატარა არგენტინელმა, რომ ობიექტურად ენა არ უნდა მოგიბრუნდეს და არ უნდა თქვა, რატომ მოიგო ლეომ ოქროს ბურთიო. გასაგებია, დაჩაგრეს რობერტ ლევანდოვსკი შარშან და არ მისცეს ოქროს პრიზი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ შარშანდელი სეზონისთვის პოლონელი დაასაჩუქრონ, რომელსაც არ ჰქონდა ისეთივე შთამბეჭდავი სეზონი, როგორც შარშან.

 

2020-21 წელბში არგენტინელმა ათიანმა ჯამში 38 გოლი გაიტანა. 30 ლა ლიგაში და ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე.

 

სალაჰს კიდევ ძალიან გთხოვთ მანჩესტერთან ჰეთ-თრიკის გამო ოქროს ბურთს ნუ გადასცემთ.

 

ლევანდოვსკიმ რეალურად მესის მხოლოდ ბოლო ორ თვეში ამოუქაჩა და ასეთი რამის გამო არასდროს აძლევდნენ ოქროს ბურთს ბოლოს ამოქაჩულ ფეხბურთელებს. ახლაც ძნელად თუ დამაჯერებს ვინმე, რომ ბაიერნის თავდამსხმელს მისცემენ ჯილდოს ანდაც კიდე ეკუთვნის. არ ეკუთვნის, ეკუთვნოდა შარშან, თუმცა რატო გააუქმეს შარშანდელი დაჯილდოვება კაცმა არ იცის. 

 

ვინ აიღებს ოქროს ბურთს?

 

რობერტ ლევანდოვსკი - 1.73

ლეო მესი - 2.00

მო სალაჰი - 15.00

ჟორჟინიო - 26.00

კარიმ ბენზემა - 34.00

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ