Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ნიკოლა იოკიჩმა მარკიფ მორისს კინაღამ კარიერა დაუმთავრა (ვიდეო)

ნიკოლა იოკიჩმა მარკიფ მორისს კინაღამ კარიერა დაუმთავრა (ვიდეო)

გუშინ NBA-ში დენვერისა და მაიამის შეხვედრა ჩხუბით დასრულდა. გასული სეზონის MVP-მ, ნიკოლა იოკიჩმა ბინძურ მოთამაშეს, მარკიფ მორისს ვერ მოუთმინა არასპორტულად აღებული ჯარიმა ე.წ Garbage Time-ში და მთელი ძალით დაეტაკა.

 

სუპერვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩს ძნელად თუ გამოუჩნდება ვინმე მოძულე, რადგან ლიგაში ყველას უყვარს სერბი კალათბურთელი, თუმცა დღეს გამთენიისას მარკიფ მორისს კინაღამ $2,641,691-იანი კარიერა დაუმთავრდა. მოგეხსენებათ, რომ მორისი წელს სწორედ ამ თანხაზე თამაშობს. კონტრაქტი მხოლოდ ერთ წლიანია, ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება. 

 

შეხვედრა საბოლოოდ დენვერის გამარჯვებით 113-96 დასრულდა. ჯოკიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა: 25 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. მარკიფმა მხოლოდ 10 ქულა აიღო. 

 

მაიამიმ წელს მშვენიერი სტარტი აიღო და 7-3 რეკორდით აღმოსავლეთში მეორე ადგილზეა. ხოლო დენვერმა იოკიჩივით მძიმედ დაიწყო და მოგება-წაგება 6-4-ზე აქვთ. 

 

ჩხუბის ვიდეო:

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ