Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

იორდანიელების აზრით, ირანის ქალთა ნაკრებმა კარში მამაკაცი დააყენა (ვიდეო)

იორდანიელების აზრით, ირანის ქალთა ნაკრებმა კარში მამაკაცი დააყენა (ვიდეო)

ამ სექტემბერს 2022 წლის აზიის თასის ქალთა შესარჩევში ერთმანეთს იორდანიისა და ირანის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ტურნირის ფორმატით წაგებული სახლში მიდიოდა. 

 

საინტერესო ის არის, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა და საქმე პენალტების სერიებამდე მივიდა, სადაც ირანელმა მეკარემ ორი ურთულესი დარტყმული მოიგერია და საკუთარი ნაკრები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

 

გამარჯვება ირანელებისთვის ისტორიულია, რადგან მათი ქალთა ნაკრები აქამდე არასდროს გასულა აზიის ჩემპიონატზე.

 

იორდანიის პრინცმა და ასევე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ალი ბინ ალ-ჰუსეინმა აზიის ფეხბურთის კომიტეტს ოფიციალური განცხადებით მიმართა და მოითხოვა გამოძიება. პრინცი ფიქრობს, რომ ირანელებმა კარში მამაკაცი დააყენეს, რადგან მეკარემ ორი ურთულესი ბურთი მოიგერია.

 

ირანული მხარე კი ირონიით ხვდება ალ-ჰუსეინის განცხადებას და ამბობენ, რომ პრინცს მარცხის აღიარება არ შეუძლია.

 

 

იორდანია აშკარა ფავორიტი იყო და გასვლაზე 1.40 ჰქონდათ, თუმცა ბურთი მრგვალია და ყოველთვის ტოტალიზტორის ვარაუდი არ მართლდება.

ვიდეო

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ