Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პოკერის მოთამაშემ კოვიდი დამალა და ვირუსი მთელ მაგიდას გადასდო

პოკერის მოთამაშემ კოვიდი დამალა და ვირუსი მთელ მაგიდას გადასდო

პოკერის ცნობილ მოთამაშეს კრის “ბიგ ჰუნი” ჰუნიჩენს კოვიდის დამალვაში და ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

 

კონკრეტულად კი 3 გზის ბრასლეტის გამარჯვებული, ჯასტინ ბონომო ამბობს, რომ სათამაშო მაგიდაზე ერთ-ერთ მოთამაშეს ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მაინც გამოცხადდა ტურნირზე.

 

ბონომომ თავდაპირველად მართალია დამალა ინფიცირებულის სახელი და გვარი, თუმცა ოდნავ მოგვიანებით ტვიტერზე მაინც გავრცელდა კოვიდიანი მოთამაშის ვინაობა. 

 

ტურნირის დამთავრებისთანავე კრის ჰუნიჩენს ტესტის შედეგად კოვიდი დაუდასტურდა.

 

“ჯასტინმა ხმა გაავრცელა თითქოსდა ვიცოდი რომ მქონდა კოვიდი და ვმალავდი. ნამდვილად არ ვიცოდი თუ ვირუსი მქონდა, რადგან ტესტის ჩატარებამდე ჩემს ცოლთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად კლუბში ჩილიმს და ჯოინთს ვეწეოდი. კორონავირუსის დადასტურებიდან ერთ საათში ყველას ვუყიდე ტესტი და ყველა მათგანი უარყოფითია. თუ ჩემს მეგობრებს არ აღმოაჩნდათ კოვიდი, მაშინ როგორ დავაინფიცირებდი მოთამაშეებს მაგიდაზე?!” - კრის “ბიგ ჰუნი” ჰუნიჩენი

 

კრის ჰუნიჩენმა, როგორც ამბობს, მძიმე ფორმებში გადაიტანა კორონავირუსი. აი, საქართველოში რომ ეცხოვრა და თან აცრილიყო, ასეც შეეძლო კაი თანხის მოგება. #აიცერი

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ