Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვირმა ლოტოში ჯეკპოტი მოიგო

ვირმა ლოტოში ჯეკპოტი მოიგო

ძალიან სახალისო ფაქტი დაფიქსირდა აიდაჰოს შტატში ქალაქ ტვინ ფოლსში. 55 წლის აარონ ჯეფრისს საკუთარმა ვირმა ლოტოში ჯეკპოტი მოაგებინა.

 

4 დღის წინ აარონის ვირმა მისი საყვარელი ჟურნალი შეჭამა და პატრონი ძალიან გააბრაზა, თუმცა ნარჩენების ახვეტვის დროს კაცი დააკვირდა დაგლეჯილ ფურცლებს და დაინახა, რომ 6 რიცხვი (3, 9, 12, 26, 30 და 35) უვნებლად იყო გადარჩენილი.

 

ამ ციფრებს და რიცხვებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ რაიმე ლოტოს კომპანიასთან, უბრალოდ იმ გვერდების ნომრები იყო, რომლებიც გადაურჩა ვირს შეჭმისგან. 

 

მისტერ ჯეფრისს ბევრი არ უფიქრია და მიხვდა რომ ამ კვირის გათამაშებაში სწორედ ეს რიცხვები უნდა გამოეყენებინა. აღმოჩნდა, რომ აარონი ძალიან აზარტული კაცი ყოფილა. 

 

სასწაულებრივად ჯეფრისმა 6-დან 5 რიცხვი გამოიცნო, ბოლო ბონუს ბურთულის გარდა და 3,500,000 დოლარი მიიღო. დაქვითვის შემდეგ სუფთად 2,600,000 დოლარი დარჩება, რადგან ერთიანად გადაწყვიტა ფულის გამოტანა. ნაწილ-ნაწილ გამოტანის შემთხვევაში გადასახადების პროცენტი უფრო ცოტაა.

 

“ექვსივე რიცხვის გამოცნობის შემთხვევაში 350 მილიონ დოლარს მოვიგებდი და სავარაუდოდ გულიც გამისკდებოდა. მადლობა ჩემს ვირს ამისთვის, რომ გული არ გამიხეთქა და იმისთვისაც რომ 3,500,000 დოლარის რიცხვები დამიტოვა შეუჭმელი. ეს ხუმრობით. მე ძალიან მიყვარს ჩემი ვირი და ბედნიერს რომ მხედავს ხვდება, რომ რაღაც კარგი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში ჩემს ვირს ვაშლს არ მოვაკლებ, ძალიან უყვარს ეს ხილი, მერე კი ალბათ ჯერ დასასვენებლად წავალთ მე და ჩემი ცოლი, ბოლოს კი ვიცხოვრებთ ბედნიერად” - აარონ ჯეფრისი

 

რას იტყვით, როგორი შინაური ცხოველია? ეჰ… ვირიც რომ დაგასწრებს ჯეკპოტის მოგებას.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ