Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

საეჭვოდ დადებული 420,000 დოლარი ჯაკას ყვითელ ბარათზე

საეჭვოდ დადებული 420,000 დოლარი ჯაკას ყვითელ ბარათზე

ერთი კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გრანიტ ჯაკას საეჭვოდ მიღებულ ყვითელ ბარათზე და საქმეში გამოძიებაც ჩაერთო.

 

საუბარია 18 დეკემბერს ჩატარებულ ლიდსი-არსენალის მატჩზე, სადაც ჯაკამ ძალიან უცნაურად მიიღო გაფრთხილება. 

 

ლონდონელები 86-ე წუთისთვის ლიდსში 4-1-ს იგებდნენ, როდესაც შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ჯარიმის გათამაშებას უჩვეულოდ დიდი დრო მოანდომა და დროის გაყვანის გამო მსაჯმა ბარათით გააფრთხილა. 

 

გამოძიებამ ჯერჯერობით ის დაადგინა, რომ უცნობმა მოთამაშემ ბიტკოინით 420,000 დოლარი დადო მატჩის მე-80-ე წუთზე, რომ ჯაკა ყვითელს მიიღებდა. ზუსტად 6 წუთში გრანიტმა მოულოდნელი ბარათი მიიღო და მოთამაშეს ბილეთი გაუმწვანა.

 

თანხა ძალიან დიდია, თან ისიც გასათვალისწინებელია, თუ რატომ უნდა გაიყვანო დრო მაშინ, როდესაც 3 ბურთიანი უპირატესობით იგებ მატჩს, როდესაც მხოლოდ 4 წუთიღაა დარჩენილი, მითუმეტეს ლიდსთან. 

 

გამოძიება გრძელდება.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ