დღეს გამთენიისას ამერიკული ფეხბურთის, NFL-ის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ცინცინატი ბენგალსი და ლოს ანჯელეს რემსი ხვდებოდნენ.
მატჩი მოსალოდნელად ძალიან დაძაბული გამოვიდა, თამაშის მიმდინარეობისას ლიდერი ხშირად იცვლებოდა, თუმცა საბოლოოდ ოდელ ბექჰემმა და ლოს ანჯელეს რემსმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ცინცინატი ბენგალსი 23-20 დაამარცხეს.
სამი დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ოდელ ბექჰემის მეგობრის, კანადელი რეპერის, დრეიკის სამი ბილეთი სუპერ ბოულზე. (დააჭირე ლინკს და ნახე ბილეთები სრულად)
დრეიკს ეწერა სამი ბილეთი, სამივეში თითო პოზიცია,, რომ რემსის ჩემპიონობა, ოდელ ბექჰემის თაჩდაუნი და ოდელ ბექჰემის 62.5-ზე მეტი იარდის გარბენა ბურთთან ერთად.
ყოჩაღ დრეიკს! რემსი გახდა ჩემპიონი და ამ პოზიციით 906,000 დოლარი მოიგო, ოდელ ბექჰემმაც დადო თაჩდაუნი და 1,075,000 დოლარი მოიგო, ხოლო ბოლო პოზიცია გაუფუჭდა, რადგან ბექჰემმა ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში ვეღარ დაბრუნდა მოედანზე, არადა მანამდე უკვე 52 იარდი ჰქონდა დაფარული და ძალიან დიდი ალბათობით მესამე პოზიციასაც დასვამდა დრეიკი და დამატებით 905,000 დოლარს მოიგებდა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ