Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

აფრიკელმა მილიონერმა ბიზნესმენმა ლოტოს ჯეკპოტი მეორედ მოიგო

აფრიკელმა მილიონერმა ბიზნესმენმა ლოტოს ჯეკპოტი მეორედ მოიგო

სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა, 67 წლის მილიონერმა, რომელსაც ანონიმურობა სურს, ადგილობრივი ჯეკპოტი მეორედ მოიგო.

 

ქალაქ ბალიტოში მცხოვრები ისედაც მილიონერი ამბობს, რომ მეორე ჯეკპოტს მხოლოდ მოგზაურობაში დახარჯავს და მოგებულით ინვესტიციებს აღარ განახორციელებს.

 

პირველი ჯეკპოტი 67 წლის სამხრეთ აფრიკელს 3 წლის წინ დაეცა, როდესაც 2,500,000 დოლარი მოიგო. მომდევნო ჯეკპოტი შედარებით მოკრძალებულია და სულ რაღაც 1,200,000 დოლარს შეადგენს. 

 

გამარჯვებულმა კომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2.5 მილიონი დოლარის მოგებამდე მისი ქონება 15 მილიონ დოლარს შეადგენდა. პირველი ჯეკპოტი სწორად ჩადო ბიზნესში და მისმა შემოსავალმა 45 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ახლა კი მხოლოდ დასვენება სურს.

 

“მთელი ცხოვრებაა ვშრომობ და მგონი მოვიდა დრო ამ ექსტრა შემოსავალით დავისვენო. ხალხი ალბათ იტყვის, ისედაც მილიონერს რაღათ უნდოდა ლოტოს ბილეთიო. რატომაც არა?! ბევრი ფული მაქვს და როგორც მინდა ისე გავერთობი” - სამხრეთ აფრიკელი ბიზნესმენი მოგებულის შემდეგ.

 

რას იტყვით, მშვენიერი კაცია ხომ?! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ