რუსეთი-უკრაინის ომთან ერთად ყატარში, ქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც რუსი სპორტსმენებიც გამოდიან დროშის და ჰიმნის გარეშე.
გუშინ უკრაინელმა ტანმოვარჯიშემ, ილია კოვტუნმა ოქრო მოიპოვა და რუსი სპორტსმენი, ივან კულიაკი მესამე ადგილს დასჯერდა.
გარდა იმისა, რომ ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაცია ჯერჯერობით არ ბლოკავს რუს სპორტსმენებს, კიდევ ერთი ცუდი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ივან კულიაკი კვარცხლბეკზე Z სიმბოლოთი წარსდგა.
Z სიმბოლო რუსულ ტანკებს და ჯავშანმანქანებს ახატია. რუსები ამბობენ, რომ მათ და უკრაინელებს ერთი და იგივე ტიპის მძიმე არტიელრია ჰყავთ, ამიტომაც ამ სიმბოლოთი ანსხვავებენ მათ ტანკებს უკრაინელების ტანკებისგან.
ასევე არსებობს თეორია, რომ Z სიმბოლო რუსებისთვის გამარჯვებას ნიშნავს და ამ სიმბოლიკას იხატავენ ის რუსები, რომლებსაც არ რცხვენიათ თავიანთი ეროვნების.
20 წლის ივან კულიაკი კი ზუსტად ამ სიმბოლოთი წარსდგა უკრაინელ ჩემპიონთან, როდესაც სწორედ რუსები ამბობენ, რომ უნდა გაიმიჯნოს სპორტი პოლიტიკისგან.
საგულისხმოა ისიც, რომ დასავლეთმა აკრძალა Z სიმბოლოს გამოჩენა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ