Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

უკრაინელები პატარა ნავით ცდილობდნენ რომან აბრამოვიჩის იახტის შეჩერებას

უკრაინელები პატარა ნავით ცდილობდნენ რომან აბრამოვიჩის იახტის შეჩერებას

თურქეთში უკრაინელების ჯგუფი პატარა ნავით ცდილობდა რომან აბრამოვიჩის სუპერიახტის შეჩერებას. გამპროტესტებლებს სურდათ, რომ ხელი შეეშალათ იახტის პორტში დაყენებაში.

 

მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუს მილიარდერს და ლონდონის ჩელსის მფლობელს. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებ უკრაინელებს კი ეგონათ, რომ აბრამოვიჩი თურქეთში გაიქცეოდა სანქციებზე თავის ასარიდებლად, თუმცა ვერავინ გაიგო იმყოფებოდა თუ არა აბრამოვიჩი თავის სუპერიახტაზე, რომელიც საბოლოოდ მაინც დააპარკინგეს.

 

რომან აბრამოვიჩი ერთადერთი რუსი მილიარდერი არაა ვისაც სანქციები შეეხო. TMK ჯგუფის მფლობელს, დიმიტრი პუმპანსკის ჩამოართვეს იახტა, როდესაც გიბრალტარის სრუტეში იმყოფებოდა. ხოლო ალექსეი მორდაშოვს კი იტალიაში ჩამოართვეს თავისი იახტა.

 

მოკლედ, რუსებს და გემებს ბოლო დროს იდეალური ურთიერთობა ვერ აქვთ.

 

 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ