წინა კვირას, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში გამართულ ჩემპიონატზე 500 მეტრზე ცურვაში გამარჯვებული ტრანსგენდერი ლია ტომასი გახდა, თუმცა ფლორიდის გუბერნატორი მოგებას არ უთვლის.
ლიამ სწორედ ფლორიდელი მოცურავე, ემა ვიენტი დაამარცხა და ამიტომაც გაბრაზდა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი.
“გამარჯვებულის გვირგვინს ადგამენ მას, ვისაც ეს არ ეკუთვნის ქალთა შეჯიბრში. არასწორად იქცევიან” - ამბობს დესანტისი
როიტერმა NCAA-ს მიმართა კომენტარის გასაკეთებლად, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ ლია ტომასი 2019 წლამდე პენსილვანიის უნივერსიტეტის მამაკაცთა ნაკრებში გამოდიოდა. 2019 წელს კი ლიამ ჰორმონების შეცვლის თერაპია დაიწყო და აცხადებს, რომ მას ახლა სრული უფლებით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქალთა შეჯიბრებებში.
“ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, მე არ ვარ მამაკაცი, მე ვარ ქალი, შესაბამისად, როგორც სპორტსმენი ქალთა შეჯიბრებებში უნდა გამოვიდე. მსურს, ვიყო მაგალითი იმ ტრანსი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომლებიც დამალულად ცხოვრობენ და ვუთხრა მათ, რომ ისინი მარტო არ არიან” - ლია ტომასი Sports Illustrated-თან ინტერვიუში.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ