პრემიერლიგის Hall of Fame-ში შესვლის შემდეგ Sport Bible-მა ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის საუკეთესო გოლეადორთან, უეინ რუნისთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც უამრავ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენთ.
რუნიმ კრისტიანოზე თქვა, რომ პორტუგალიელი ერთდროულად ახერხებდა ყოფილიყო მოედანზე საუკეთესო, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან შემაწუხებელი ადამიანი.
“კრისტიანო საოცარად მაგარი ფეხბურთელი იყო და ეს ყველამ იცით, თუმცა ძალიან ტვინის მტ*ვნელი, მომაბეზრებელი. შესაძლოა დღეს ისეთივე მაგარ ფორმაში ვეღარ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე შემაწუხებელია” - რუნი რონალდოზე
რუნი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ ფაქტზე:
“მე რონალდოსთან პრობლემა არ მქონია. გასახდელშიც ვუთხარი, რომ ამ წითელი ბარათის გამო მე მას არ ვეჩხუბებოდი, პორტუგალიელია და უყვარს სიმულაცია, მე ინგლისელი ვარ, თამაშის დამთავრებამდე ვერ ვიქნებით მეგობრები, თუმცა მატჩის დასრულებისთანავე აღვადგენთ ძმაკაცურ სიტუაციას”
რუნი რიო ფერდინანდზე:
“რიო საუკეთესო მცველია ვინც მინახავს, მაგრამ ძალიან ქედმაღალი და ამპარტავანია. მე და რონალდოს ფულს იმიტომ გვიხდიდნენ, რომ გოლები გაგვეტანა, რიოს საქმე კი დაცვა იყო, ამიტომაც ვეუბნებოდი, რომ მოგვეცი ეგ ჯანდაბა ბურთი, ნუ გავიწყდება რომ მცველი ხარ”.
უეინ რუნი საოცრად ქარიზმატული ადამიანია როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. მანჩესტერის 10-იანი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და თუ მის ახალგაზრდობასაც გავიხსენებთ, ალბათ სჯობს რომ არავინ გავაბრაზოთ. მეგობრებზე რაებს საუბრობს და წარმოიდგინეთ იმ ხალხზე რას იტყვის, ვინც არ მოწონს.
ნახეთ სრული ინტერვიუ აქ:
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ