Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სალაჰისთვის ბრძოლაში მადრიდის რეალი დაწინაურდა

სალაჰისთვის ბრძოლაში მადრიდის რეალი დაწინაურდა

ლივერპულის ვარსკვლავი მო სალაჰი კლოპის გუნდისგან შესაფერის კონტრაქტს ელოდება, თუმცა დადის ჭორი, რომ ეგვიპტელს ისეთივე პირობებს არ შესთავაზებენ, როგორიც მას სურს.

 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოსაზრება, სალაჰი რომ ევროპელი ყოფილიყო ლივერპული აუცილებლად გაუფორმებდა ისეთ კონტრაქტს, რაზეც ეგვიპტელი უარს ვერ იტყოდა, თუმცა აფრიკელ ფეხბურთელებზე გრანდებს სხვაგვარი დამოკიდებულა აქვთ.

 

ეს რამდენად მართალია არავინ იცის, თუმცა ის კი ცხადია, რომ სამეფო გუნდი აუცილებლად იბრძოლებს სალაჰის გადაბირებაზე. მადრიდის რეალს მბაპე-სალაჰის დუეტის შეკვრა სურს.

 

 

რეალურად რომ ვთქვათ, 29 წლის მო სალაჰი წელს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ის აუცილებლად მოიგებს პრემიერლიგის ოქროს ბუცს და დიდი ალბათობით პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება სეზონის ბოლოს. მისი ლივერპული კი სამ ფრონტზე იბრძვის, წითლებს ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგის და FA თასის მოგება სურთ. მო სალაჰი კი კვირაში 400,000 ფუნტს ითხოვს და სრულიად სამართლიანდაც. 

 

ლივერპულის სამი ფრონტის ამბავი მაისის ბოლოს გაირკვევა. ბუკმეიკერები დღესდღეობით მადრიდის რეალს ანიჭებენ უპირატესობას.

 

სად გადავა მომავალ სეზონში მო სალაჰი?

 

  • მადრიდის რეალი - 8.0
  • პსჟ - 11.0
  • არსენალი - 15.0
  • სიტი - 19.0
  • ნიუკასლი - 19.0
  • ჩელსი - 21.0

 

2017 წლიდან სალაჰმა ლივერპულის მაისურით 172 მატჩში 115 გოლი გაიტანა. წითლებთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა.

 

რას ფიქრობთ, უნდა წავიდეს სხვა გუნდში მო?

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ