Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩარლი ვი, რომელიც წლებია ალოპეციას ებრძვის, უილ სმიტის ქცევას გამოეხმაურა

ჩარლი ვი, რომელიც წლებია ალოპეციას ებრძვის, უილ სმიტის ქცევას გამოეხმაურა

NBA-ს ვეტერანი კალათბურთელი ჩარლი ვილანუევა, რომელიც წლებია ალოპეციას ებრძვის, უილ სმიტის და კრის როკის ეპიზოდს გამოეხმაურა.

 

ოსკარის დაჯილოდებაზე მთელმა მსოფლიომ ვნახეთ, თუ როგორ გაარტყა სილა უილ სმიტმა კრის როკს, როდესაც კომიკოსმა ჯეიდა სმიტის ვარცხნილობაზე იხუმრა.

 

კრის როკმა უილ სმიტის მეუღლე ფილმის - GI Jane-ის პერსონაჟს შეადარა, სადაც დემი მური გადაპარსული თავით თამაშობს. ჯეიდა სმიტი კი ალოპეციას ებრძვის და სწორედ ამიტომ გამოცხადდა ოსკარებზე მოკლედ შეჭრილი თმით.

 

 

ჩარლი ვილანუევა მომხდარზე:

 

“ჯეიდა სმიტიც ჩემსავით წლებია ალოპეციას ებრძვის, თუმცა კრის როკს ჰგონია, რომ ამ თემაზე ხუმრობა სასაცილოა. ბევრი ამას ვერ მიხვდება. უილ სმიტმა კი სწორედ გაიგო, რასაც კრის როკი ამბობდა. ძალადობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა უილ სმიტით ვამაყობთ, თუ როგორ დაიცვა მან ცოლი”

 

ჩარლი ვის სოლიდური კარიერა ჰქონდა NBA-ში. მან ოთხ სხვადასხვა გუნდში ითამაშა, თუმცა გამოსარჩევი მაინც მილოუკი ბაქსი იყო, სადაც საშუალოდ 13.5 ქულას და 6.3 მოხსნას აგროვებდა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ