Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დალასმა ლუკა დონჩიჩის ვირუსულ ფოტოზე განცხადება გააკეთა

დალასმა ლუკა დონჩიჩის ვირუსულ ფოტოზე განცხადება გააკეთა

გუშინ საღამოს სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ლუკა დონჩიჩის, ბობან მარიანოვიჩის და იგორ კოკოშკოვის ფოტო, სადაც დალასელები ბარში ლუდს მიირთმევენ.

 

კალათბურთის გულშემატკივრები პაპარაცული სურათის გამო შოკში ჩავარდნენ, რადგან ლუკა დონჩიჩს რამდენიმე საათში მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელოდა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში სტეფ კარის უორიორსი და სლოვენიელის დალასი შეეჯიბრებიან ერთმანეთს. 

 

ლუკას ფოტოს ნებისმიერ სპორტულ გვერდზე ნახავდით და ამიტომაც დალას მავერიკსის ოფიციალურმა გვერდმა განაცხადა, რომ სურათი გადაღებულია სამშაბათს დილას და არა ოთხშაბათს. ტექსასელების პრესსპიკერმა ისიც დაამატა, რომ ოთხშაბათს ლუკა დარბაზში ვარჯიშობდა.

 

 

მიუხედავად დონჩიჩის გამართლებისა, ევროპელი სპორტსმენები გვერდში დაუდგნენ ლუკას და თავიანთ სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ დილით ერთი კათხა ლუდი სასარგებლოც კი არის.

 

საბოლოოდ დალასმა წააგო პირველი შეხვედრა სან ფრანცისკოში 87-112, სადაც დონჩიჩმა, პირდაპირ რომ ვთქვათ, საშინლად ითამაშა. ლუკას ანგარიშზე 35 წუთში მხოლოდ 20 ქულა (6-18 FG), 7 მოხსნა, 4 პასი და 7 დაკარგვაა. 

 

სავარაუდოდ ის ლუდიც დასპირტული იყო. 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ