Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ყველაზე ჯიუტი მოთამაშე, რომელმაც ქეშაუთი არ გააკეთა

ყველაზე ჯიუტი მოთამაშე, რომელმაც ქეშაუთი არ გააკეთა

ფეხბურთის წლევანდელი სეზონი ლამის ამოვწურეთ, დაგვრჩა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ამ სეზონშიც ბევრი საინტერესო მომენტი ვნახეთ, გავიდა უამრავი ულამაზესი გოლი, დაიდგა დრამა, მილანმა სკუდეტო მოიგო, მოკლედ ძალიან მაგარი წელი გამოვიდა.

 

თუმცა დღეს გამოვარჩევთ ერთ ჯიუტ მოთამაშეს, რომელმაც ქეშაუთი არაფრის დიდებით არ გააკეთა. ლივერპულის ფანმა ტანია ჰენლიმ ერთ-ერთ ცნობილ კაზინოში, სეზონის დასაწყისში დადო ფსონი, რომ ლივერპული ოთხივე თასს მოიგებდა, საუბარია ლიგის თასზე, FA თასზე, პრემიერლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე. 

 

მოგეხსენებათ, რომ ამ შაბათ-კვირამდე კლოპის ლივერპული ოთხივე თასის მოგების შანსს ინარჩუნებდა, თუმცა კვირას გუარდიოლას სიტიმ 0-2-დან მაინც მოუგო ასტონ ვილას და ინგლისის ჩემპიონიც კიდევ ერთხელ გახდა. 

 

 

ტანია ჰენლის ბილეთი 367,200 ფუნტს იგებდა, თუმცა ყველა კარგად ვხვდებოდით, რომ შანსი ძალიან ცოტა ჰქონდა ლივერპულის გულშემატკივარს. 

 

კვირას, თამაშების დაწყებამდე 30 წუთით ადრე ცნობილი კაზინო ქეშაუთის სახით 35,000 ფუნტს სთავაზობდა, რაზეც ტანიამ უარი თქვა. 

 

პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ასეთი ტაბლო გვქონდა: ლივერუპული 1-1 ვულვზი, სიტი 0-1 ასტონ ვილა, კაზინომ ტანიას 62,371 ფუნტი შესთავაზა, რაზეც კვლავ უარი მიიღო!

 

მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე კოუტინიომ ასტონ ვილა ორი ბურთით გაიყვანა წინ, 0-2! ხოლო ლივერპული სახლში კვლავ ფრეს, 1-1ს თამაშობდა ვულვზთან, თუმცა კლოპის გუნდს მხოლოდ 1 გოლი სჭირდებოდა ჩემპიონობაზე, სიტის კი - 3 ბურთი.

 

მატჩების დამთავრებამდე 20 წუთით ადრე კაზინომ ტანიას 95,000 ფუნტიანი შეთავაზება გაუკეთა, რაზეც კვლავ უარი მიიღო, ტანიას 367,200 ფუნტი სურდა…

 

საბოლოოდ ყველამ ვიცით, რომ მანჩესტერ სიტიმ ბოლო 15 წუთში სამი უპასუხო გოლი გაუტანა ვილას და ტიტულიც მანჩესტერში დარჩა. ტანია ჰენლი კი ფულის გარეშე.

 

ეს ალბათ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ჯიუტი და სულელური მომენტია, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ