ინგლისში დააკავეს სამი მამაკაცი, სტივენ კინგი, პოლ როლსტონი და დენიელ მელოუნი, რომლებიც პრემიერლიგის მატჩებს 1000-ზე მეტ ბარებსა და პაბებში არალეგალურად სტრიმავდნენ.
როგორც გაირკვა, თაღლითებმა რამდენიმე წლის განმავლობაში 5 მილიონ ფუნტზე მეტი იშოვეს არალეგალურად და შესაბამისად ტრიოს დიდხნიანი სასჯელიც ელოდება.
დაჯგუფების მეთაური სტივენ კინგია, რომელსაც უორუიკის სასამართლომ 7 წელი და 4 თვე მიუსაჯა. ბატონმა კინგმა, ასევე, სამ თვეში უნდა ჩააბაროს მოპარული £963,000, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატება და ჯამში 14 წელიწადზე მეტი ხნით მოუწევს ციხეში ჯდომა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ