Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ინგლისელებმა უნგრეთთან 0-4 წაგება ტელევიზიას დააბრალეს

ინგლისელებმა უნგრეთთან 0-4 წაგება ტელევიზიას დააბრალეს

გუშინ მუნდიალის მესამე ფავორიტმა, ინგლისის ნაკრებმა უემბლიზე უნგრეთთან 0-4 წააგო და თავი საშვილიშვილოდ შეირცხვინა.

 

ინგლისელებს საკუთარ მოედანზე ოთხბურთიანი სხვაობით 30-იანი წლების მერე არ წაუგიათ. 

 

სხვადასხვა მწვრთვნელებისგან გვახსოვს ათასი სულელური მიზეზი, თუ რატომ წააგო მისმა გუნდმა, მაგალითად ის რომ წვიმდა, ან მინდორი არ ვარგოდა, ანდაც ქარი მხოლოდ მათთვის უბერავდა. 

 

ინგლისელმა ფანებმა 0-4 წაგება კი ტელევიზიას დააბრალეს, კერძოდ კი მეოთხე არხს, რადგან გულემატკივრების აზრით, ეს არხი თარსია.

 

ფანებმა სტატისტიკაც კი დადეს, თუ რომელ არხზე ურჩევნიათ მათი ნაკრების თამაშის ხილვა. ლიდერობს სეტანტა სპორტსი.

 

 

თქვენ რას ფიქრობთ, რისი ბრალია ინგლისის ასეთი საშინელი თამაში, მეოთხე არხის თუ გარეტ საუტგეიტის? 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ