კანადაში, ქალაქ ონტარიოში ძალიან სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. 33 წლის მამაკაცმა, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს, 60 მილიონი დოლარი მოიგო.
გამარჯვებული თავისი უბნის მაღაზიაში ალკოჰოლის საყიდლად იყო ჩასული. მოლარემ გადასახდელად 197 დოლარი დაუთვალა და უთხრა, რომ თუ სამი დოლარის რაიმე პროდუქტს დაამატებდა, 200 დოლარის შენაძენზე ლოტოს 2 ბილეთს ჩუქნიდნენ კლიენტებს.
ანონიმურმა კაცმა მიიხედ-მოიხედა და სალაროსთან 3 დოლარიანი პრეზერვატივი აიღო. მოლარემ კუთვნილი ორი ბილეთი გადასცა, რომელიც კაცმა იქვე გადაფხიკა და უმალვე გიჟივით კივილი ატეხა. მოლარე ყვება რომ ბედნიერებისგან გაგიჟებულ კლიენტს სასმელი ძირს დაუვარდა.
მაღაზიის გამყიდველი გათამაშებული ჯეკპოტის გამო 5,000 დოლარს საჩუქრად მიიღებს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ