Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი ინგლისური კომენტარით (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი ინგლისური კომენტარით (ვიდეო)

გუშინ ვერონაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპლიმ 2-5 გაიმარჯვა, რაშიც ქართველმა შემტევმა დიდი როლი ითამაშა.

 

მასპინძლები 29-ე წუთზე ლასანიამ დააწინაურა, თუმცა კვარაცხელიამ მალევე აღადგინა წონასწორობა. ტაიმის ბოლო წუთზე ოსიმენის გოლით კი საერთოდ წინ გავიდა ნაპოლი.

 

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე მასპინძლება გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ მათი გოლიდან 7 წუთში კვარაცხელიამ დაუხატა პასი ზილინსკის, რომელიც ერთი-ერთზე გაიყვანა მეკარესთან და პოლონელსაც აღარ გასჭირვებია გოლის გატანა. 

 

65-ე წუთზე სპალეტის გუნდმა მეოთხე გოლიც გაიტანა და დაამთავრა თამაში. ორბურთიანი უპირატესობიდან 3 წუთში კვარაცხელია ჩრდ. მაკედონიელმა, ელმასმა შეცვალა. 

 

79-ე წუთზე პოლიტანომ მეხუთე გოლი გაიტანა და 2-5 დააფიქსირა საბოლოო ანგარიში. 

 

ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავთ ბრწყინვალე დებიუტს, გოლს და ასისტს, იმედი გვაქვს რომ მთელი სეზონი ასეთივე წარმატებით გაივლის და ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის სკუდეტოს მოუტანს. 

 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ