Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

600 დოლარის გასანაღდებლად მისულს ანგარიშზე მილიონები დახვდა

600 დოლარის გასანაღდებლად მისულს ანგარიშზე მილიონები დახვდა

ვირჯინიას შტატში მცხოვრებ ხოსე ფლორეს ველასკესს ეგონა, რომ ლოტოს გათამაშებაში 600 დოლარი ჰქონდა მოგებული, თუმცა გასანაღდებლად მისულს უთხრეს, რომ მილიონერი იყო..

 

ველასკესი ოფისში მისვლამდე უბნის მაღაზიაში გაეშურა, სადაც კუთვნილი 600 დოლარის განაღდება სურდა. ხოსე ფლორესმა მარკეტის კონსულტანტს ბილეთი გაუწოდა და ექვსი 100 დოლარიანის მოლოდინში ტელეფონის სქროლვა დაიწყო. უცბათ გამყიდველს სახე შეეცვალა და ველასკესს ახარა, რომ 600 დოლარის მაგივრად მას მილიონი დოლარი ჰქონდა მოგებული და ასეთ თანხას მხოლოდ ლატარიის კომპანიაში მიიღებდა. 

 

“მეგონა რომ ყველა რიცხვი მქონდა შემოწმებული, ვერც დავიჯერებდი თუ მილიონ დოლარს მოვიგებდი, აღმოჩნდა რომ ექვსივე რიცხვი გავარტყი, რაც მაღაზიის გამყიდველმა მითხრა და თავიდან არ ვიჯერებდი, მეგონა ვიღაც ბოროტად მეხუმრებოდა. საბოლოოდ დამაჯერეს და ფულს ჭკვიანურად დავხარჯავ” - ახალი მილიონერი ლატარიის კომპანიასთან ინტერვიუში.

 

ხოსე ფლორეს ველასკესმა თანხის ერთიანად განაღდება ამჯობინა და გადასახადების დაქვითვის შემდეგ $759,878 მიიღო. ველასკესი აპირებს რომ ფული ოჯახს მოახმაროს და ბიზნესი წამოიწყოს.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ