Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

იძებნება $754.6 მილიონის გამარჯვებული

იძებნება $754.6 მილიონის გამარჯვებული

ვაშინგტონის მოქალაქემ ლატარიაში 754,600,000 დოლარი მოიგო, თუმცა ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია. მოგებული თანხა, ამერიკის ლოტოს ისტორიაში, სიდიდით მეცხრეა. 

 

მართალია დედაქალაქელმა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მოიგო, მაგრამ თანხის ერთიანად აღების შემთხვევაში, გადასახადების შემდეგ ის $407 მილიონს მიიღებს. 

 

შეიძლება გაგეცინოთ და 407 მილიონი დოლარიც ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც გეუბნებიან რომ 754 მილიონი დოლარი გაქვთ სახლში წასაღები და მხოლოდ მის ნახევარს გატანენ, განწყობა საგრძნობლად შეგეცვლებათ. არა, მაინც ძალიან ბევრია! 

 

იღბლიანი ბილეთის გამარჯვებული რიცხვებია: 5, 11, 22, 23, 69 და ბონუს ბურთულა - 7.

 

ლატარიის უკანასკნელი გათამაშება გულუხვი აღმოჩნდა, 754 მილიონი დოლარის გარდა ასევე გათამაშდა ორჯერ 1 მილიონი დოლარი, ერთხელ 2 მილიონი დოლარი, 58-მა ბილეთმა მოიგო 50,000 დოლარი, ხოლო 16-მა ბილეთმა კი - 100,000 დოლარი. 

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკის ლატარიამ განძი დაარიგა და უამრავი მოქალაქე გააბედნიერა, რომლებიც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ