გუშინ ნეაპოლელებმა ფრანკფურტში დამაჯერებლად იმარჯვეს ანაგრიშით 0-2. სპალეტის გუნდი თამაშის სტარტიდან პირველ 10 წუთში შედარებით დაძაბულად გრძნობდა თავს. თუმცა ამას გამართლებაც აქვს, ნაპოლის ეს შემადგენლობა გამოუცდელია, მათ ჯერ არ უნახავთ ლიგის ფლეიოფი.
ერთი-ორი გაბედული პასის შემდეგ იტალიელებმა თავს მოახვიეს გერმანელებს საკუთარი თამაში და დარჩენილ 80 წუთში კითხვის ნიშანიც აღარ ყოფილა.
ანგარიში მე-40-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა და ტაიმი 0-1 დასრულდა. მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო აინტრახტის მთავარმა ფორვარდმა, კოლო მუანიმ და გერმანელების მინიმალური იმედიც აქ დამთავრდა.
65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ფლანგიდან წამოიწყო შეტევა, ორჯერ გაითამაშა ბურთი თანაგუნდელებთან, ანგისას ოდნავ მაღალი პასი ჯერ ბერგკამპის სტილში მიიღო და შემდეგ კი გუტისნაირად ქუსლით დაუგორა ბურთი კაპიტანს, დი ლორენცოს, რომელმაც ულამაზესი მოჭრილი დარტყმით საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.
ფრანკფურტში გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელები ბუკმეიკერების აზრით დაწინაურდნენ და ახლა ისინი მეოთხე ფავორიტები არიან.
ვინ მოიგებს ჩეპმიონთა ლიგას?
რას ფიქრობთ, ვინ მოიგებს 2023 წელს ჩემპიონთა ლიგას?!
აინტრახტი - ნაპოლი (მიმოხილვა)
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ