Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩემპიონთა ლიგაზე მოულოდნელი კოეფიციენტები გვაქვს

ჩემპიონთა ლიგაზე მოულოდნელი კოეფიციენტები გვაქვს

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩები გაიმართება. პორტო ინტერს უმასპინძლებს, ხოლო მანჩესტერ სიტი - ლაიფციგს.

 

პირველ შეხვედრებში საბრძოლო ანგარიშები მივიღეთ. გუარდიოლას გუნდმა გერმანიაში ფრედ 1-1 ითამაშა, ინტერმა კი პორტოს ჯუზეპე მეაცაზე 1-0 მოუგო. ერთი შეხედვით ინგლისელები და იტალიელები ფავორიტები არიან, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და პორტოც და ლაიფციგიც აუცილებლად იბრძოლებენ მეოთხედფინალის საგზურებისთვის. 

 

სიტის და ინტერს, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად, მოულოდნელად დაბალი კოეფიციენტები აქვთ. 

 

მეოთხედ ფინალში ითამაშებს:

 

მანჩესტერ სიტი - 1.13

ინტერი - 1.27

 

გასაგებია, რომ სიტი ტურნირის მთავარი ფავორიტია, თუმცა 1.13 ალბათ მაინც მოულოდნელი კოეფიციენტია. თან ისიც გვახსოვს, თუ როგორ ვარდებოდა პეპის გუნდი ლაიფციგის ან უფრო კიდე დაბალი დონის კლუბებთან. აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ წელს მაინცდამაინც ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ ქალაქელები, ვერც შიდა ჩემპიონატში და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე. ლაიფციგი კი მებრძოლი გუნდია, უნიჭიერესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. მარკო როზეს გუნდი წელს ბუნდესლიგის ჩემპიონობაზეც იწევს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს დაძაბულ შეხვედრას ველოდებით ეტიჰადზე. 

 

პორტუში დრაგაოზე უფრო დაძაბული მატჩი იქნება. ამ შეხვედრაში სავარაუდოდ ბევრი ჯარიმა, ყვითელი ბარათი და აუტი დაფიქსირდება. მილანის ინტერი მეოთხედფინალში ბოლოს 2011 წელს გავიდა და შალკესთან სამარცხვინოდ, ორი მატჩის ჯამში 3-7 დამარცხდა. მას შემდეგ გუნდში ძირეული არაფერი შეცვლილა, თუმცა ახლა შემდგომ ეტაპზე გასვლაზე 1.27 აქვს კოეფიციენტი. ცოტა მოულოდნელია. პორტუგალიელები აუცილებლად იბრძოლებენ მეოთხედფინალის საგზურისთვის და სიმონე ინძაგის გუნდს დიდი გამოცდა ელის. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ