Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ნაპოლის ნახევარფინალში გასვლაზე მოულოდნელად მაღალი კოეფიციენტი აქვს

ნაპოლის ნახევარფინალში გასვლაზე მოულოდნელად მაღალი კოეფიციენტი აქვს

დღეს, 23:00 საათზე, ნაპოლი მილანს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა სტეფანო პიოლის გუნდმა სან სიროზე 1:0 მოიგო და დღეს ღამე საოცრად დაძაბულ შეხვედრას ველოდებით დიეგო მარადონას სტადიონზე. 

 

ლუჩიანო სპალეტის გუნდს ყვითელი ბართების გამო ვერ დაეხმარებიან ზამბო ანგისა და კიმ მინ ჯე. ასევე, ტრავმის გამო მატჩს გამოტოვებს არგენტინელი ფორვარდი, ჯოვანი სიმეონე. მილანს მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლია, რომლის არყოფნასაც უკვე კაი ხანია მიჩვეულები არიან როსონერის გულშემატკივრები.

 

ნაპოლის ნახევარფინალში გასვლას 2.15 კოეფიციენტით აფასებენ ბუკმეიკერები, რაც ცოტა არ იყოს და მოულოდნელად მაღალია. ვიქტორ ოსიმენი 100 პროცენტით მზადაა, ხვიჩა ფორმაშია. მართალია ნახევარდაცვაში გუნდს ანგისა აკლია, თუმცა ეს ცუდია თუ კარგი ძნელი სათქმელია, რადგან კამერუნელი საშინელ ფორმაშია და მგონი ჯობია მისი ადგილი დემბელემ დაიკავოს.

 

ყველაზე დიდი დანაკლისი კიმ მინ ჯეა, რომელიც მოედნის ცენტრშიც საოცრად მოქმედებს და ანეიტრალებს მოწინააღმდეგის შეტევებს, რაც ნაპოლის საშუალებას აძლევს გადავიდეს სწრაფ კონტრშეტევებზე. კორეელ მცველს კიდევ სხვა ბევრი კარგი თვისება აქვს და ძალიან დააკლდება ის სპალეტის გუნდს. 

 

დღეს, სავარაუდოდ მატჩის პირველივე წუთიდან ნაპოლის ექნება ბურთი და მილანი ჩაჯდება დაცვაში. პიოლის გუნდი საკუთარ შანსს დაელოდება.

 

ნახევარფინალში გავა:

 

ნაპოლი - 2.15

მილანი - 1.65

 

კვარაცხელიას პოზიციები ვებსაიტზე შეგიძლიათ ნახოთ. 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ