გადავწყვიტეთ, ჩვენი გემოვნებით შეგვედგინა გეხბურთში საუკეთესო თერტმეტეული. ოღონდ მხოლოდ 21-ე საუკუნის, რადგან პელეს, კრუიფის, ბეკენბაუერის და სხვა ძველი ლეგენდების თამაში არ გვინახავს და მხოლოდ Youtube-ზე ნანახი ვიდეოებით არ გვინდა განვსაჯოთ ესა თუ ის ფეხბურთელი. ნახეთ ჩვენი 4-3-3 ტაქტიკა და გვითხარით რას შეცვლიდით.
მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი
არჩევანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. თუმცა ჩვენ მაინც ჯიჯი შევარჩიეთ მეკარის პოზიციაზე. ალბათ, ვერც ვერავინ შემოგვედავება.
მარჯვენა მცველი - კაფუ
ბრაზილიელი არა მხოლოდ 21-ე საუკუნის, ალბათ ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველია.
ცენტრალური მცველი - ალესანდრო ნესტა
ცენტრალურ მცველებშიც ძალიან დიდია არჩევანი და უბრალოდ გემოვნების ამბავია. ჩვენი აზრით, ნესტა აუცილებლად იმსახურებს სასტარტოში ადგილს. ძნელია გაიხსენო მასზე სტაბილური და საიმედო კაცი დაცვაში.
ცენტრალური მცველი - პაოლო მალდინი
მართალია პაოლომ უფრო ნაკლები სეზონი ჩაატარა 21-ე საუკუნეში, ვიდრე მეოცეში, მაგრამ მაინც აუცილებლად შესაყვანია . ფეხბურთის არსებობის ისტორიაში საუკეთესო მცველია.
მარცხენა მცველი - რობერტო კარლოსი
მართალია, კარლოსი დაცვაში ისეთივე დახვეწილი ვერ იყო, როგორც ზემოთ ნახსენები მცველები, მაგრამ მისი ქარიზმა, სისწრაფე, დარტყმა, თავდასხმა იმდენად დიდია, რომ, ჩვენი აზრით, 21-ე საუკუნის საუკეთესო მარცხენა მცველია.
საყრდენი ნახევარმცველი - კლოდ მაკელელე
ფრანგი საყრდენი აუცილებლად უნდა იყოს ამ გუნდში. მაკელელემ სხვა დონეზე აიყვანა საყრდენი ნახევარმცველის ფუნქცია-მოვალეობები. დღევანდელ ფეხბურთში, მის პოზიციაზე გუნდში თუ არ გყავს კარგი ფეხბურთელი ძალიან ძნელია თამაშის მოგება.
ნახევარმცველი - ზინედინ ზიდანი
უბრალოდ, ვერ წარმოგვიდგენია ოცნების 11-ეული ზიდანის გარეშე. მახსოვს, ბურთს რომ მიიღებდა, აუცილებლად მწვავდებოდა თამაში. თან არ მახსოვს, მას როდესმე ფლობა დაეკარგა, ვინმეს წაერთმია. გენიოსი.
ნახევარმცველი - ანდრეს ინიესტა
ბოდიში ყველა გენიალურ ნახევარმცველს, ძალიან დიდი არჩევანია, ლამპარდი, ჯერარდი, ტოტი და ა.შ, მაგრამ დონ ანდრესი უნდა შევიყვანოთ სასტარტოში. გუარდიოლას ბარსელონას ლიდერი, გუნდის, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა.
მარჯვენა ფრთა, თავდამსხმელი - ლიონელ მესი
ეს არჩევანი, ალბათ ყველაზე მარტივია. არსებობს ფეხბურთის გულშემატკივარი ვინც ლეოს არ შეიყვანს თავის თერთმეტეულში? არამგონია.
კრისტიანო რონალდო
ათლეტი, რომელსაც უკლებლივ ყველა დამწყებმა ბავშვმა-სპორტსმენმა უნდა მიბაძოს. გოლების მანქანა. დღევანდელ ჩაკეტილ და მოსაწყენ ფეხბურთში, კრისტიანო საერთოდ სხვა სპორტს თამაშობს. არა მხოლოდ, 21-ე საუკუნის, რონალდო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა.
ცენტრალური თავდამსხმელი - რონალდო
ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა. დრიბლინგიდან დაწყებული, თავით თამაშამდე დამთავრებული. რონალდოს ბრაზილიის 9 ნომრიანი მაისური ყოველი ბავშვის თაროს ამშვენებდა. ფენომენი!
მეკარე: ბუფონი
მცველები: კაფუ, მალდინი, ნესტა, კარლოსი
ნახევარმცველები: მაკელელე, ზიდანი, ინიესტა
თავდამსხმელები: მესი, რონალდო, კრისტიანო რონალდო
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ