Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

რომელი აზარტული თამაში შეეფერებათ ცნობილ სპორტსმენებს

რომელი აზარტული თამაში შეეფერებათ ცნობილ სპორტსმენებს

წარმოიდგინეთ, ცნობილი სპორტსმენები კაზინოში ან უბანში თამაშობენ რომელიმე აზარტულ თამაშს.

 

 

 

 

 

 

 

 

ხავი და ინიესტა

 

უბანში არასდროს დაუსხდეთ წყვილში ჯოკრის ან დომინოს სათამაშოდ ხავის და ინიესტას. მათ “ცინკები” არ აქვთ, ისედაც უგებენ ერთმანეთს. 

 

ჯერარდი/ლამპარდი

 

ფრენკი და სტივენი კი ის წყვილია, უბანში ყველას რომ მაგარი “პარა” გონია, თუმცა, როდესაც დიდ თანხაზე მიდის თამაში ყოველთვის აგებენ.




 

კრისტიანო რონალდო

 

ყველას გვყავს ერთი ნაცნობი, რომელიც ნებისმიერ აზარტულ თამაშში ძალიან მაგარია. იაპონური ჯოკერიდან დაწყებული ბოულინგამდე დამთავრებული. კრისტიანო უბნის ჯილაა.




 

ლეო მესი

 

მესი ის ბავშვია არჩევანი/არადანის დროს ყოველთვის პირველს რომ ირჩევენ. 




 

არიენ რობენი

 

რობენმა მხოლოდ ნარდის თამაში იცის, ოღონდ ძალიან მაგრად.




 

სერხიო რამოსი

 

რამოსი არის “ჯილკა”. არაფერს რომ არ გპატიობს. “კარტა ნა მესტა” მაგის მოგონილია და თუ რამე, პირველი ტეხავს გინებას.




 

ნეიმარი

 

ნეიმარი ყოველთვის “ცვეტაობს”, სულ იტყუება თამაშში, მაგრამ “სტროგს” ვერ უშლიან.




 

ზიდანი და ბექჰემი

 

ზიზუ და ბექსი ის ბიძები არიან, პრეფერანსი და კინგი რომ მაგრად იციან.




 

პირლო

 

ანდრეა ჭადრაკის ლომია, ვერავინ უჯდება სათამაშოდ.




 

კილიან მბაპე

 

კილიანი ახალი თაობის 3D სლოტებია




 

ლუკა მოდრიჩი

 

ლუკა აფხაზეთიდან დევნილია, რომელმაც კარიერა პოკერით ააწყო. ყველას უგებს გენიალური ტვინის მეშვეობით, მასთან დაჯდომა და წაგება ერთი და იგივეა.




 

უეინ რუნი

 

რუნი სოფელში, მაღაზიის წინ “ბირჟაზე”, ლუდებზე ყველას უგებს ბურაში. რომ თვრება მერე დაერევა ხოლმე ხალხს უმიზეზოდ. ხშირ შემთხვევაში სოფლის გიჟს ეძახიან. გიფში, ასევე, ჩანს ეშლი იანგი, რომელსაც არასდროს ათამაშებენ. აზრზე არ ხარო, ეუბნებიან.




 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

 

ზლატანი ერთ ხელს მოიგებს და მერე სამი დღე ლაპარაკობს მაგაზე. ყველას უყვება, ნახე იმ დღეს ყვავი რა მაგრად ვატარეო.




 

რონალდინიო

 

გაუჩომ კაზინო გააკოტრა რულეტკაში. ბრაზილიელმა ჯადოქარმა უბრალოდ იცის როგორ მოიგოს.




 

მარადონა

 

დიდი დიეგო ის მოთამაშეა, თავის ცუდ მეწყვილეს რომ ათრევს და მაინც იგებს თამაშს.




 

ფერნანდო ტორესი

 

ტორესი ის ბიძაა, უბანში ბავშვებს რომ ეუბნება ერთი დააგორეო და ერთი დარტყმით ბურთს კარგავს. სამაგიეროდ, ადრე ძალიან მაგარი იყო კარიდან კარში კოკა-კოლებზე.




 

პიკე

 

პიკეს შუა თამაშის დროს ცოლი უყვირის ფანჯრიდან ამოდი ამოეთრიე ონკანი მაინც გააკეთეო. იგინება მაგრამ მაინც ადის.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ