ნიუ იორკელი პოლიციელი, რობერტ კანინგემი, 8 წლის მანძილზე, ყოველთვის ერთსა და იმავე კაფეში შედიოდა სასადილოდ.
ერთ დღეს, დეტექტივმა კანინგემმა დაასრულა საკვების მირთმევა და მიმტანს, ფილის პენზოს, რომელიც ბოლო 24 წლის განმავლობაში მუშაობდა კაფეში, შესთავაზა გარიგება. რობერტმა ჯიბიდან ამოიღო ლატარიის ბილეთი და პენზოს არჩევნის გაკეთების საშუალება მისცა. დეტექტივი ან ე.წ “ჩაის” დაუტოვებდა, ან გადაფხეკდა ბილეთს და თუ მოიგებდა თანხის ნახევარს მიმტანს, ფილისს აჩუქებდა.
პოლიციელი რობერტ კანინგემი და მიმტანი ფილის პენზო უკვე დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ამიტომ, მიმტანმა ლატარიის ბილეთი აირჩია.
დეტექტივმა გადაფხიკა ბილეთი და სასწაულებრივად 6 მილიონი დოლარი მოიგო. კანინგემმა პირობა შეასრულა და მიმტანს მოგებული თანხა გაუყო. გამარჯვებულები ყოველწლიურად $285,715 იღებდნენ.
შეიძლება იფიქროთ, რომ კინოს სიუჟეტს გავს ეს ისტორია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პირიქით მოხდა. როდესაც მთელ ნიუ იურკში გავარდა ეს ამბავი, გადაიღეს ფილმი, სადაც პოლიციელის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ნიკოლას ქეიჯი თამაშობს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ