ზლატანი მანჩესტერ იუნაიტედში 2016-18 წლებში ირიცხებოდა. წითელი ეშმაკების მაისური 46-ჯერ მოირგო და 28 გოლის გატანაც მოახერხა. ამ პერიოდში, იუნაიტედმა სამი თასი მოიგო, რაშიც დიდი წვლილი შვედმა თავდამსხმელმაც შეიტანა.
La Gazetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში იბრაჰიმოვიჩმა ვრცლად, თან ხუმრობით, ისაუბრა მის ყოფილ თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს საფეხბურთო ოსტატობასა და ტექნიკაზე:
იბრაჰიმოვიჩი აზარტული მოთამაშეა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. 2018 წლის მუნდიალზე 1/4 ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და შვედეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ამიტომაც ზლატანმა დევიდ ბექჰემს თვითერის მეშვეობით ჩელენჯი შესთავაზა:
ბექჰემმაც არ დააყოვნა პასუხი:
ინგლისის ნაკრებმა 2-0 მოუგო შვედეთის გუნდს, ზლატანმა კი, რა თქმა უნდა, წაგებული პირობა შეასრულა.
შვედი თავდამსხმელი პოკერის დიდი მოყვარულიცაა, ხშირად თამაშობს და PokerStars-ის ერთ-ერთი სახეც უნდა გამხდარიყო, თუმცა შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადა საიტის მენეჯმენტთან გარკვეული შეთანხმებების ვერ მიღწევის გამო.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ