Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

თინეიჯერი, რომელმაც მოგებული ჯეკპოტის გამო კომპანიას უჩივლა

თინეიჯერი, რომელმაც მოგებული ჯეკპოტის გამო კომპანიას უჩივლა

ბრიტანელი ჯეინ პარკი 17 წლის იყო, როდესაც 1 მილიონი ფუნტი მოიგო EuroMillions-ის ლატარიაში. თინეიჯერს, დიდი ფულის გამო ცხოვრება აერია და კომპანიას დაუდევრობაში, უყურადღებობაში ადანაშაულებს და უჩივის. 

 

ჯეინის აზრით, კომპანიას არ უნდა გადაეხადა არასრულწლოვანისთვის მილიონი ფუნტი. თუმცა, EuroMillions-ის წესების მიხედვით, 16 წლის ზევით, ყველას შეუძლია ლატარიის თამაში.

 

პარკი, რომელიც ახლა 21 წლისაა, ამბობს რომ ჯეკპოტის მოგების შემდეგ მისი ცხოვრება ათჯერ გაუარესდა. ჯეინმა განაცხადა, რომ დაიღალა შოპინგით, ვერ პოულობს ბიჭს, შეყვარებულს, რომელსაც მხოლოდ მისი ფული არ აინტერესებს:

 

“მილიონი ფუნტის მოგების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება 10-ჯერ უკეთესი გახდებოდა. დღეს, ვოცნებობ, რომ არ მომეგო, უფრო მარტივად ვიცხოვრებდი. ხალხი ჩემნაირ ცხოვრების სტილზე ოცნებობს, მაგრამ ვერ ააანალიზებენ, თუ როგორ სტრესში ვარ ყოველ დღე. ჩემი რჩევა იქნება, ლატარიის კომპანიამ აწიოს ასაკობრივი ზღვარი 18 წლამდე.”

 

მართალი ხარ, ჯეინ, ყველას გვსურს 1 მილიონი ფუნტი.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ