Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კარავში მცხოვრებმა უსახლკარომ ჯეკპოტი მოიგო და უკეთესი კარავი იყიდა

კარავში მცხოვრებმა უსახლკარომ ჯეკპოტი მოიგო და უკეთესი კარავი იყიდა

უსახლკარო დენის მაჰურინმა, რომელიც კარავში ცხოვრობს, 50,000 დოლარი მოიგო და ამბობს, რომ თანხის უაზროდ დახარჯვას არ აპირებს, მას სურს, მოგებული თანხით მეგობრებს დაეხმაროს.

 

დენისი, 1978 წლიდან, ილინოისში, ქალაქ ბლუმინგში ცხოვრობს და აპირებს უკეთესი კარავი შეიძინოს. 59 წლის მაჰურინი 20 წელია ასეთ პირობებშია, იცის თუ რას ნიშნავს მსგავს მდგომარეობაში ყოფნა, ამიტომ მაჰურინს სურს დაურიგოს 100-100 დოლარი ყველა იმ უსახლკაროს, ვისაც კი იცნობს.

 

 

დენის მაჰურინი ამბობს, რომ ბევრისთვის გაუგებარი იქნება მისი გადაწყვეტილება და ABC News-თან ინტერვიუში ჟურნალისტთან ხსნის მის საქციელს:

 

“მაქვს სამსახური, რითაც თავს ვირჩენ და მაქვს ღამის გასათევი. დიახ, კარავში ვცხოვრობ და ამითაც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ბუნებაა”.

 

ბენზინ გასამართი სადგურის გამყიდველი, ვისთანაც მაჰურინმა ბილეთი შეიძინა ამბობს:

 

“არ მახსოვს, დიდი თანხა მოგეოს ვინმეს ჩვენთან. როდესაც გავიგე, რომ უსახლკარო დენისმა მოიგო ჯეკპოტი, ძალიან გამეხარდა. მაჰურინი დიდი ხანია ჩვენთან ყიდულობს ბილეთებს, მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და უბრალოდ კარგი ადამიანია”.

 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ