Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ბენ სიმონსი კანის ფერის გამო ავსტრალიის კაზინოში არ შეუშვეს

ბენ სიმონსი კანის ფერის გამო ავსტრალიის კაზინოში არ შეუშვეს

ფილადელფია 76ers-ის გამთამაშებელი ბენ სიმონსი, მეგობრებთან ერთად, დროის გასატარებლად ავსტრალიაში Melbourne's Crown კაზინოში შესვლას ცდილობდა.

 

NBA-ს ვარსკვლავს და მის ფერადკანიან მეგობრებს კაზინოს ადმინისტრაციამ საიდენტიფიკაციო ბარათები მოსთხოვა. (ისე, ძალიან რთულია ორ გზის All Star-ის ცნობა, მითუმეტეს, რომ ბენი წარმოშობით ავსტრალიელია).

 

სიმონსმა ვიდეო გაავრცელა და ამტკიცებს, რომ ისინი კანის ფერის გამო არ შეუშვეს მელბურნის კაზინოში. სამწუხაროდ, ბენმა ჩანაწერი მალევე აიღო სოციალური ქსელიდან.

 

კაზინოს ადმინისტრაციამ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ საიდენტიფიკაციო ბარათები მხოლოდ ასაკის შესამოწმებლად მოსთხოვეს კალათბურთელს და მის მეგობრებს.

 

ბენ სიმონსის გადაღებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ მისი მეგობრებიდან მხოლოდ თეთრკანიანს არ მოსთხოვეს პირადობა და ამბობს:

 

“სრული სიგიჟეა, მხოლოდ ჩემ ერთ თეთრკანიან ძმაკაცს არ მოსთხოვეს პირადობა. არც მე შემიშვეს და არც რომელიმე ჩემი ფერადკანიანი მეგობარი, მხოლოდ ის, წინ დიდი გზაა გასავლელი ამის აღსაკვეთად”.

 

მელბურნში დაბადებული ბენ სიმონსი 2016 წლის NBA-ს დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტია ავსტრალიის ისტორიაში. სიმონსს 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს ფილადელფიასთან, რა დროშიც, 170 მილიონ დოლარს აიღებს.

 

NBA-ს 2019-20 სეზონში, 53 თამაშში, სიმონსი საშუალოდ 16.9 ქულას, 7.9 მოხსნას, 8.3 პასს აკეთებს და თამაშიდან 58.4%-ით ისვრის.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ