Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლაბრადორმა და გერმანულმა ნაგაზმა პატრონს $14.5 მილიონი მოაგებინეს

ლაბრადორმა და გერმანულმა ნაგაზმა პატრონს $14.5 მილიონი მოაგებინეს

ამბობენ, ძაღლი ადამიანის მეგობარიაო. 

 

თუმცა კანადელი წყვილისთვის, კრისტიან და მონიკა ეტიენებისთვის, რომლებიც თავიანთ ძაღლებს მოფერებით ყველაფრის მღრღნელებად და მავნებლებად ახასიათებენ, ლაბრადორს და გერმანულ ნაგაზს ჩუსტის გარდა ჯეკპოტის მოტანაც შეუძლიათ. 

 

ერთ დღეს, ლაბრადორმა ჩონსიმ და ნაგაზმა კირამ სამზარეულო თავდაყირა დააყენეს. დაღრნეს ფქვილის ტომარა და მობზნეს მთელ ოთახში, წააქციეს და დაღვარეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ოთხფეხა მეგობრებს გაეფუჭებინათ.

 

ვინ აალაგებდა და დაასუფთავებდა ამ ყველაფერს? ჩონსი და კირა? არა! რა თქმა უნდა კრისტიანი და მონიკა.

 

კრისტიან ეტიენი:

 

“ორმა ძაღლმა ისეთ დღეში ჩააგდო სამზარეულო, რომ მაღაზიაში ჩავედი სარეცხი და საწმენდი საშუალებების საყიდლად, სადაც ლოტო 6-49-ს ბილეთიც შევიძინე. 2 დღის შემდეგ, გათმაშებაში 14,519,825 დოლარი მოვიგეთ მე, მონიკამ, ჩონსიმ და კირამ”.

 

მონიკა ეტიენი: 

 

“არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ძალიან მსურს ხალხის დახმარება. პირველ რიგში, დედაჩემს ვუყიდი დიდ სახლს ნორვეგიაში, რადგან ის წარმოშობით სკანდინავიელია და დიდი ხანია ოცნებობს ევროპაში ცხოვრებაზე”.

 

ჩონსის და კირას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ