Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როდის ჩატარდება EURO 2020 და როდის განახლდება შიდა ჩემპიონატები?

როდის ჩატარდება EURO 2020 და როდის განახლდება შიდა ჩემპიონატები?

დღეს, UEFA-ს წარმომადგენლები, განსაკუთრებული გარემოების გამო, შეხვდებიან ევროპულ კლუბებს, ქვეყნების ფედერაციებს, რათა გადაწყვიტონ ევროპის და შიდა ჩემპიონატების ბედი. 

 

კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო გადადებულია თითქმის ყველა სპორტული მოვლენა.

 

რა მოხდება? როგორ ჩატარდება დარჩენილი ტურები შიდა ჩემპიონატებში და საერთოდ გათამაშდება თუ არა ზაფხულში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი?

 

UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ვიდეო ქოლით დაუკავშირდება 250-მდე კლუბის წარმომადგენელს და ევროპის ორმოცდათხუტმეტივე ფედერაციას. 

 

საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც UEFA მიიღებს, რომელიც გვიან საღამოს გახდება ცნობილი.

 

რა შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად?

 

პრაქტიკულად არანაირი. როგორც ვიცით, წლევანდელი ევროპა 12 ქალაქში იყო დაგეგმილი, ივნისსა და ივლისში, რომელიც, სვარაუდოდ, 2021 წლამდე გადაიდება. ეს გადაწყვეტილება შიდა ჩემპიონატების ჩამთავრებასაც დაეხმარება. 

 

ევროპის ჩემპიონატი შეიძლება ზამთარშიც ვიხილოთ. 

 

თუ ევროპის ჩემპიონატი გადადიდება, მაშინ, სავარაუდოდ, ზაფხულში განახლდება შიდა ჩემპიონატები. 

 

თუმცა არის ვარიანტიც, რომ საერთოდ განულდეს ყველა ჩემპიონატის შედეგი.

 

პრემიერლიგაში ასეთი გზაც მონახეს: ინგლისის ჩემპიონის ტიტული გადაეცეს ლივერპულს, დღეის მდგომარეობით კლუბებს გადაეცეთ ევროტურნირების საგზურები და გავარდეს სამი კლუბი: ბორნმუთი, ასტონ ვილა და ნორვიჩი.

 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას

 

UEFA ფიქრობს, ჩაატაროს მინი ტურნირი ჩემპიონთა და ევროპის ლიგების გამარჯვებულების გამოსავლენად. 

 

აარჩევენ ერთ ან ორ ქალაქს, სადაც ჩატარდება ერთ მატჩიანი ფლეიოფები.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ