Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

შევადგინეთ NBA-ს სასტარტო ხუთეული, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ

შევადგინეთ NBA-ს სასტარტო ხუთეული, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ

COVID-19 პანდემია ყველაზე მთავარი თემაა მსოფლიოში. ვირუსმა მთელი პლანეტა მოიცვა და სამწუხაროდ, გამონაკლისები არც NBA-ს ვარსკვლავები არიან. 

 

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კალათბურთელების სასტარტო ხუთეულს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

ჩვენი გუნდი ჯანმრთელობას ვუსურვებთ, როგორც პლანეტის საუკეთესო ლიგის კალათბურთელებს, ასევე მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს. 



 

ბოსტონ სელტიკსის გამთამაშებელს, მარკუს სმარტს გუშინ, 19 მარტს ტესტმა დაუდასტურა კორონავირუსი. NBA-ს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ამჟამინდელი გამთამაშებელი ჩვენ სასტარტო ხუთეულში ერთ ნომერზე დავაყენეთ.


 

ორ ნომერზე იუტა ჯაზის დონოვან მიტჩელი გვყავს.



 

კევინ დურანტი ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა, თუ საუკეთესო არა. სამწუხაროდ, დურანტსაც დაუდასტურა ტესტმა COVID-19 და სამ ნომერზე ულაპარაკოდ კევინი უნდა იყოს. 



 

4 ნომერზე დეტროიტ პისტონსის ფორვარდი კრისტიანი ვუდი დადგება, რომელის მონაგარიც ამ სეზონში 13.1 ქულა და 6.3 მოხსნაა.



 

ცენტრზე კი, ორ გზის საუკეთესო მცველი, რუდი გობერია, რომელმაც, ბევრის აზრით, გაავრცელა ვირუსი NBA-ს ვარსკვლავებში.


 

ჩვენ, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ, გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მოთამაშეებს და განსაკუთრებით ველოდებით სეზონის გაგრძელებას.

 

რას ფიქრობთ, რა იქნებოდა ამ გუნდის მაქსიმუმი NBA-ში?

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ