კორონავირუსის პანდემიის გამო კაზინოები გაკოტრების პირას არიან. მაკქუაიერის კვლევების თანახმად, ამერიკის კაზინოებს თანხა 5,2 თვეში გამოელევათ და გაკოტრდებიან თუ მანამდე ჩვეულ რიტმში არ ჩადგება ცხოვრება.
COVID 19-ის გამო, ამერიკაში ყველაზე მეტად სათამაშო ბიზნესი ზარალდება.
ყოველდღიურად კაზინოები კარგავენ:
Penn National Gaming - 6,4 მილიონ დოლარს, რომელსაც 5 თვე ეყოფა თანხა
MGM Resorts - 14,4 მილიონ დოლარს, რომელსაც 9 თვე ეყოფა თანხა
Boyd Gaming Corp - 3,2 მილიონ დოლარს, 9,4 თვე ეყოფა დარჩენილი თანხა
Century Casinos, Monarch Casino & Resort, Full House Resorts, სამივე მათგანი დღეში 300,000 დოლარს კარგავს.
Golden Entertainment ყოველდღე 1 მილიონ დოლარს კარგავს და თუ ასე გაგრძელდა 10 თვეში გაკოტრდება.
Red Rock Resorts კარგავს 1,7 მილიონ დოლარს, თუმცა 13,8 თვე აქვს წინ.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ როდის გაიხსნება კაზინოები ნევადასა და სხვა შტატებში. მინიმუმ 30 დღე ყველა დაწესებულება დაკეტილი იქნება.
1 თვეშიც რომ გაიხსნას ყველა კაზინო, მაინც დიდი ხანი იქნებიან ზარალში. სათამაშო ბიზნესი ამერიკაში მოწინავე ადგილზეა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც დიდი წვლილი შეაქვს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ