Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ერთ მატჩში მცველმა 3 გოლი სამ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა (ვიდეო)

ერთ მატჩში მცველმა 3 გოლი სამ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა (ვიდეო)

ვესტ ჰემ იუნაიტედის მცველმა, ელვინ მარტინმა, 1986 წელს, ნიუკასლს ჰეთთრიკი შეუსრულა. 

 

ჯერ ის, რომ მცველისგან 1 თამაშში 3 გოლი ძალიან იშვიათია, მაგრამ უფრო საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ალვინ მარტინმა სამივე გოლი სამ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა. ასეთი რამ შეიძლება ვეღარასდროს ვნახოთ.

 

პირველი გოლი ალვინმა სასტარტო შემადგენლობის კიპერს, მარტინ ტომასს გაუტანა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. 

 

ტომასის ნაცვლად კარში ცენტრალური მცველი, კრის ჰედვორტი ჩადგა. როდესაც ელვინ მარტინმა მეორე გოლი შეაგდო, სეივის გასაკეთებლად გადამხტარმა ცენტრალურმა მცველმა ლავიწი მოიტეხა და კრის ჰედვორტიც შესაცვლელი გახდა. 

 

მის ნაცვლად კი პიტერ ბერდსლი ჩადგა კარში, რომელსაც ელვინ მარტინმა პენალტი გაუტანა და ჰეთთრიკი შეასრულა. 

 

ის მატჩი ვესტ ჰემ იუნაიტედმა 8-1 მოიგო.

 

ვიდეო:

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ