Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ქალის ფორმაში გადაცმულმა კაცმა კაზინო გაძარცვა

ქალის ფორმაში გადაცმულმა კაცმა კაზინო გაძარცვა

ნიდერლანდებში, ქალაქ ბევერვიკში, ღამის 11 საათზე, ქალის ფორმაში გადაცმულმა კაცმა კაზინო ფლამინგო გაქურდა. მძარცველი მხოლოდ ერთი იყო. 

 

დამნაშავე 20-დან 30-წლამდე ფერადკანიანი მამაკაცია, რომელსაც გრძელი შავი პარიკი ეკეთა და ქალის გრიმი ჰქონდა. მას ასევე შავი შარვალი, შავი ჟაკეტი და შავი კედები ეცვა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მთელი ძალებით ეძებდა ყაჩაღს, ვერტმფრენით, ძაღლებით და ა.შ მის კვალს მაინც ვერსად მიაგნო. 

 

2 კვირის მანძილზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქალაქ ბევერვიკში კაზინოს ძარცვავენ, რომლის მოსახლეობაც 41,000 ადამიანს შეადგენს. პირველი შემთხვევა 1 კვირის წინ დაფიქსირდა.. 

 

წინა მძარცველიც ღამის 11 საათზე შეიჭრა Lucky Jack კაზინოში და გაურკვეველი თანხით მიიმალა. ქურდი 20 წლამდე ბიჭია, 170 სმ სიმაღლით. მას უბრალოდ ერთი ნიღაბი ეკეთა. 

 

ვერცერთი ქურდი პოლიციამ ვერ დააკავა. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ