Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ბიზნესმენმა ჯე-ი-რა-ნში $500,000 წააგო

ბიზნესმენმა ჯე-ი-რა-ნში $500,000 წააგო

ყველამ ვიცით და ყველას გვითამაშია ჯე-ი-რა-ნი. “აზრიც მიგვიცია” ოღონდ მაქსიუმ წკლიპურტებზე ან თითში ჩარტყმაზე, თუმცა კანადელი ბიზნესმენი ედმუნდ მარკ კუპერი ზედმეტად შეყვა ჯეირანის თამაშს, რომელიც ამერიკაში ცნობილია როგორც Rock, Paper, Scissors (ქვა, ქაღალდი, მაკრატელი), თავის ყოფილ მეგობართან, მაიკლ პრიმოსთან და 2011 წელს 500,000 დოლარი წააგო. 

 

ყველამ ვიცით თამაშის წესები, ამიტომ აღარ ავხსნი.

 

ედმუნ კუპერმა და მაიკლ პრიმომ დადეს ნოტარიულად დამოწმებული კონტრაქტი, სადაც გირაოს სანაცვლოდ ორივე მოთამაშემ ჩადო ქონება. მოგებული აუცილებლად უნდა ჩაბარებულიყო.

 

დამარცხებული კუპერი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და ის ფურცელი მხოლოდ და მხოლოდ სიმულაცია იყოს მისი მხრიდან.

 

რამ შეიძლება გადარიოს ორი მამაკაცი, ყოფილი მეგობრები ისე, რომ ჯეირანი ითამაშონ 500,000 დოლარზე? კუპერს და პრიმოს, ორივეს ერთი ქალი, სუსანა ივანოვა უყვარდათ.

 

2017 წელს მაიკლ პრიმომ ედმუნდ კუპერს კუებეკის სასამართლოში უჩივლა. კუებეკის კანონმდებლობით, ნებისმიერი აზარტული თამაში ითვლება კანონიერად თუ შეჯიბრი საჭიროებს გონებრივ უნარებს ან ფიზიკურ ძალას. 

 

2017 წელს, უზენაესის მოსამართლემ, ჩენტალ ჩეტლეინმა აზარტული თამაში ჯე-ი-რა-ნი ლეგალურად სცნო, რადგან მას სჭირდება გონებრივი უნარები.

 

ჩეტლეინი: “ქვა, ქაღალდი და მაკრატელი სტრატეგიული, სააზროვნო თამაშია, სადაც ადამიანის ფსიქოლოგიაც მონაწილეობს”.

 

მიხუედავად ამისა, მოსამართლემ გადაწყვიტა რომ ფსონი არაზომიერი, ზომაგადასული იყო და გააუქმა კონტრაქტი. 

 

ასე მარტივად გადაურჩა კანადელი ბიზნესმენი ედმუნდ მარკ კუპერი 500,000 დოლარის ჩატანას. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ