Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მუამარ კადაფის შვილი იტალიის სერია A-ში თამაშობდა

მუამარ კადაფის შვილი იტალიის სერია A-ში თამაშობდა

ლიბიის ყოფილი მმართველის, მუამარ კადაფის შვილი, ალ საად კადაფი იტალიის ჩემპიონატში ფეხბურთს თამაშობდა. 

 

ალ საად კადაფის კარიერა ლიბიაში, ტრიპოლის გუნდში დაიწყო, სადაც 12 წლის მანძილზე ასპარეზობდა და 336 თამაშში 166 გოლი გაიტანა.

 

ალ საად კადაფი როგორც ლიბიის ნაკრების, ასევე, ტრიპოლის კაპიტანი იყო და ლიბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობასაც ითავსებდა. 

 

საინტერესო კი ის არის, რომ ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ, 14 წლის მანძილზე, მაინც კაპიტანი იყო. 

 

2000 წლის 6 ივნისს, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადაფი მალტის ჩემპიონ ბირკირკარას შეუერთდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეეძლო თამაში, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. 

 

2003 წელს, არავინ იცის როგორ, ალ საადმა იტალიურ პერუჯასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კადაფიმ ტექნიკის დასახვეწად დიეგო მარადონა დაიქირავა კონსულტანტად და კანადელი სპრინტერი, ბენ ჯონსონი - პერსონალურ ტრეინერად. 

 

ალ საადმა პერუჯაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა შეცვლაზე შესულმა და თამაშის დასრულებისთანავე დოპინგ ტესტზე შეამოწმეს. მას შემდეგ, კადაფი პერუჯას მაისურით მოედანზე აღარ გასულა.

 

2005-06 სეზონში, კადაფი უდინეზემ აიყვანა. ალ საადმა მხოლოდ უკანასკნელ ტურის მატჩში, კალიარისთან მიიღო მონაწილეობა და შეცვლაზე შესულმა მხოლოდ 10 წუთი დაჰყო მოედანზე. 

 

2006-07 სეზონში, კადაფი სამპდორიაში ჩაირიცხა, თუმცა არცერთი წუთი არ უთამაშია. 

 

აი ასე დასრულდა ლიბიის ყოფილი მმართველის, მუამარ კადაფის შვილის, ალ საად კადაფის საფეხბურთო კარიერა.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ