Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჯეკპოტის გამარჯვებული, რომელმაც თანხის ნახევარი საფეხბურთო კლუბს გადაურიცხა და უფულოდ დარჩა

ჯეკპოტის გამარჯვებული, რომელმაც თანხის ნახევარი საფეხბურთო კლუბს გადაურიცხა და უფულოდ დარჩა

უცნაური ისტორია 1997 წელს დაიწყო, როდესაც შოტლანდიელმა ჯონ მაკგინესმა 10 მილიონ ფუნტიანი ჯეკპოტი მოიგო. დიდი თანხის მოგებამდე მაკგინესი ჰოსპიტალში ბარგის მზიდავად მუშაობდა, რომელსაც კვირაში 150 ფუნტს უხდიდნენ. 

 

ახალგაზრდა და გამოუცდელი ჯონი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და პირველი რაც გააკეთა, მოგებული თანხიდან 4 მილიონი ფუნტი შოტლანდიის ქვედა დივიზიონში მყოფ კლუბს, ლივინგსტონს გადაურიცხა. ჯონი ამ დაბალი დონის კლუბის გულშემატკივარი იყო და სურდა, რომ ინვესტიციით საყვარელი კლუბი მაღალ დონეზე აეყვანა. 

 

მაკგინესმა არც ფინანსისტი დაიქირავა და არც სხვისი რჩევა გაითვალისწინა. 10 მილიონი ფუნტის გამარჯვებულმა თანხის ფლანგვა და სისულელეების კეთება საფეხბურთო კლუბ ლივინგსტონში ინვესტიციის ჩადებით დაიწყო: 

 

  • 3 მილიონი ფუნტი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს დაურიგა 
  • 750,000 ფუნტი ყოფილ ცოლს გადაურიცხა 
  • შეიძინა 140,000 ფუნტიანი ფერარი 
  • 500,000-ით კარიბის კუნძულებზე ვილა იყიდა,
  • 2003 წელს, 200,000 ფუნტიანი ქორწილი გადაიხადა
  • 250,000 ფუნტი მოგზაურობაში დახარჯა
  • 150,000-ის სამკაულები უყიდა ცოლს

 

 

დღეს, ჯონ მაკგინესს შოტლანდიის სამეფო ბანკის ვალი აქვს, რაც 2 მილიონ ფუნტს შეადგენს. 

 

ჯონ მაკგინესი: “მინდა, რომ ყველაფერი, ფეხბურთის გარეშე, ახლიდან იწყებოდეს”

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ