ნიუ იორკ ჯაიენთსის და სიეტლ სიჰოქსის ქორნერბექები, დეანდრე ბეიკერი და კუინტონ დანბერი მაიამის მახლობლად მდებარე ქალაქ მირამარში, წვეულებაზე აზარტული თამაშებით ერთობოდნენ.
ბეიკერი და დანბერი ორივე მაიამელები არიან.
მოულოდნელად, დეანდრე ბეიკერმა იარაღი ამოიღო და წვეულებაზე მყოფ ადამიანებს ნაღდი ფული და ძვირფასი საათები წაართვა.
შემდგომ, NFL-ის ვარსკვლავები ორ მეგობართან ერთად სახლიდან გავარდნენ, ჩასხდნენ Mercedes Benz-ში, Lamborghini-სა და BMW-ს მარკის ავტომობილებში და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
მოწმეებმა პოლიციას განუცხადეს, რომ NFL-ის ვარსკვლავებს ისეთ ადგილას ჰქონდათ დაყენებული მანქანები, რომ მარტივად გაქცეულიყვნენ. ამიტომ, პოლიცია ვარაუდობს, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს. დაშავებული არავინაა.
დეანდრე ბეიკერი ჯაიენთსმა, წინა სეზონის დრაფტზე პირველ წრეში აირჩია. ქორნერბექმა თექვსმეტივე თამაში ითამაშა და 15 სასტარტოში დაიწყო. ბეიკერს 61 ბოჭვა აქვს, თუმცა არცერთი ჩაჭრა.
დანბერმა კი - 11 თამაშში 37 ბოჭვა და 4 ჩაჭრა გააკეთა.
დღეისთვის ცნობილია, რომ ორივე მოთამაშე გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, თუმცა დეანდრე ბეიკერის დანაშაული უფრო მძიმეა ვიდრე დანბერის, რომელსაც სავარაუდოდ, 100,000 დოლარის სანაცვლოდ გამოუშვებენ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ