Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

საუდელმა შეიხმა £2 მილიონი წააგო და გადახდას არ აპირებს

საუდელმა შეიხმა £2 მილიონი წააგო და გადახდას არ აპირებს

შეიხმა, სალაჰ ჰამდან ალ ბალავმა, რომლის ბიუჯეტში 100 მილიონ ფუნტზე მეტი შედის, Les Ambassadeurs Club-ში ორი მილიონი ფუნტი წააგო და გადახდაზე არც ფიქრობს. 

 

საქმე უმაღლეს სასამართლომდე მივიდა. კაზინოს განცხადებით, შეიხი შეპირდა რომ აუცილებლად გადაიხდიდა ვალს, თუმცა, იმ დღის შემდეგ გაქრა და აღარ გამოჩენილა. 

 

2020 წლის თებერვალში, გადაუხდელობის გამო, 52 წლის საუდელ შეიხს საერთაშორისო ანგარიშები გაეყინა, მათ შორის 45 მილიონ ფუნტიანი კომპანია SAB Ventures-ი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. 

 

ყველას გასაკვირად, წინა პარასკევს მოსამართლემ საუდელის საერთაშორისო ანგარიშებს გაყინვა მოუხსნა.

 

ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ შეიხი, თავის მხრივ ამბობს, რომ არსად გაუჩინარებულა და ხშირად დაფრინავს საუდის არაბეთიდან ლონდონში. ის 1993 წლიდან კაზინოს VIP წევრია, სადაც დღემდე 14 მილიონი ფუნტის ჩიპები აქვს შეძენილი და სასამართლოში დავამდე ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო.

 

სწორედ ამიტომ გააუქმა მოსამართლემ გაყინული ანგარიშები, თან ისიც გაიგო, რომ საუდელ შეიხს წილი აქვს ისეთ კომპანიებში როგორიცაა: TNT, Intel, Newscorp, Microsoft.

 

თუმცა კაზინოც თავის მხრივ მართალია, რადგან კუთვნილი თანხა არ მიუღია საუდელისგან და დავა კვლავ გრძელდება. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ