ლას ვეგასი მალე საკუთარ სახეს დაიბრუნებს. კორონავირუსის შემდგომ იხსნება დიდი კაზინოები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სასტუმრო-კაზინო Bellagio, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია, რაც დაკეტილია პანდემიის გამო.
Bellagio, სავარაუდოდ, ამ კვირაში, ხუთშაბათს გაიხსნება და ABC-ზე, Good Morning America-მ სიუჟეტიც მიუძვნა ამ მოვლენას.
სიუჟეტში არამხოლოდ ბელაჯიოზეა საუბარი, რადგან იხსნებიან ისეთი კაზინოები როგორიცაა Flamengo, Caesars Palace და სხვა უდიდესი სასტუმრო-კაზინოები.
Bellagio-ში შესვლისთანავე მოთამაშეებს დახვდებათ ხელების სადენზიფექციო აპარატი.
სასტუმროს ნომრების მხოლოდ 30% იქნება ღია. ხოლო რაც შეეხება კაზინოს, სათამაშო დარბაზში მოცულობის 50% იქნება დაშვებული.
მაგიდებთან დაყენებულია სპეციალური მინები, რაც მოთამაშეებს გამოყოფს და დაიცავს ერთმანეთისგან.
ეს კი, Good Morning America-ს სიუჟეტი
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ