Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

შვედეთში ულამაზესი სოფელი $7 მილიონად იყიდება (ფოტოალბომი)

შვედეთში ულამაზესი სოფელი $7 მილიონად იყიდება (ფოტოალბომი)

სტოკჰოლმთან ახლოს, ულამაზესი სოფელი სატრა ბრუნი 7 მილიონ დოლარად იყიდება. თუ დღეს მოიგებთ ამდენ თანხას, არც უნდა დაფიქრდეთ, ისე უნდა შეიძინოთ ეს ადგილი. 

 

სოფელი 1700 წელს აშენდა, როდესაც ექიმმა სამუელ სკრაგმა ამ ადგილას აღმოაჩინა წყარო, რომელიც ჯანმრთელობისთვის მისწრებაა. 

 

ჭკვიანმა ექიმმა, თავისი ხარჯებით ამ ტერიტორიაზე აიშენა სახლი, ჰოსპიტალი, ეკლესია, საცხოვრებელი ადგილები პაციენტებისთვის, რადგან, იმ დროს, ძალიან პოპულარული იყო ნატურალური მეთოდებით მკურნალობა წყაროს წყლით, აბაზანებით, რაც ადამიანებს ჯანმრთელობის დაბალანსებაში ეხმარებოდა. 

 

სატრა ბრუნს ძალიან მალე საქვეყნოდ გაუვარდა სახელი. იმდროინდელი შვედეთის ელიტა ხშირი სტუმარი გახლდათ ექიმი სამუელ სკრაგის, რომელმაც ერთი წყაროს აღმოჩენით პატარა ადგილი ხალხმრავალ სოფლად აქცია. 

 

ერთ-ერთი პირველი სახლი

 

სტუმრები ყოველდღე სოფლის წყალს მიირთმევდნენ, იღებდნენ ცხელ ან ცივ აბაზანებს და სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი ემოციურ დისბალანსს დაეხმარებოდა. 

 

1740 წელს, მიწები და სახლები ქალაქ ვასტერას ეპისკოპოსმა შეისყიდა და რამდენიმე წელიწადში შვედეთის მთავარ, უპსალას უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. 

 

 

2002 წელს, უნივერსიტეტმა ეს ადგილი 16 ადგილობრივ მეწარმეს მიჰყიდა და ბიზნესმენებმა სატრა ბრუნი სპა სოფლად გადააკეთეს. 

 

 

დღეს სატრა ბრუნი 70 მილიონ შვედურ კრონად იყიდება, რაც 7 მილიონი დოლარია. დავათვალიეროთ ფოტოები და მხოლოდ ნაღდი მყიდველები დაგვიკავშირდით. არც მეპატრონე ვარ და არც მაკლერი, ფასზე დალაპარაკებაც არ შეიძლება, 7 მილიონად ნაჩუქარია. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს თუ ჯეკპოტი დაგეცათ, აუცილებლად საყიდელია. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ