Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შაკილ ო’ნილმა დარიუს მაილსი დააჯარიმა

პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შაკილ ო’ნილმა დარიუს მაილსი დააჯარიმა

ყველამ კარგად ვიცით ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელის, შაკილ ო’ნილის იუმორის დონე. მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, ვისაც არ უყვარს ლიგის ისტორიაში ყველაზე დომინანტი ცენტრი. 

 

შაკს უამრავი სახალისო ისტორია მოუყოლია და ძალიან ბევრჯერ გვიცინია ექიმი ო’ნილის ჩადენილ სისულელეებზე, მაგრამ დარიუს მაილსის ამბავი ერთ-ერთი გამორჩეულია.

 

2000 წლის დრაფტის მესამე პიკი, დარიუს მაილსი The Players’ Tribune-ზე აქვეყნებს ამბავს, რომელსაც თავადვე დაარქვა - “რა ჯანდაბა დაემართა დარიუს მაილსს?”

 

ისტორია:

 

“მახსოვს, ერთ დღეს, ძალიან მაგვიანდება ვარჯიშზე. ამიტომ დიდი სიჩქარით მივქრივარ დარბაზისკენ. უცბათ სარკეში გავიხედე და პოლიციის შუქებს ვხედავ, რომლებიც მანიშნებენ, რომ მანქანა უნდა გავაჩერო. 

 

ვიცოდი, რომ წესები დავარღვიე, სიჩქარე გადავაჭარბე და მორჩილად გავაჩერე მანქანა. ფანჯარა ჩამოვწიე, საბუთები მოვამზადე და ველოდები როდის მომიახლოვდება პოლიციელი, რომ მალე გადავცე მართვის მოწმობა, მალე დამიწეროს ჯარიმა და გავვარდე ისევ ვარჯიშზე. 

 

უცებ, ბოხი, ღრიალა და შემაშინებელი ხმა მესმის: ‘სად მიდიხარ, ბიჭო?!’

შემცბარმა გამოვიხედე ფანჯარაში, მაგრამ პოლიციელი ისეთი მაღალი, დიდი და განიერი იყო, რომ ვერ დავინახე სახეზე, მხოლოდ მის მკერდს ვხედავდი და კიდევ უფრო შევცბი.

 

პოლიციელმა გამიმეორა შეკითხვა: ‘შენ გელაპარაკები, სად მიდიხარ, ბიჭო?!’

 

არ ვიცი, ასე რამ შემაშინა, მაგრამ ენა მქონდა ჩაგდებული, ხმას ვერ ვიღებდი. ამ დროს, გოლიათი პოლიციელი დაიხარა, ფანჯარაში შემოყო თავი და ვხედავ შაკის დაკრეჭილ სახეს, რომელსაც ერთი სული აქვს, რაც შეიძლება მალე ატეხოს ხარხარი.

 

რამდენი წამში გავაანალიზე, რაც ხდებოდა და დავუყვირე, რომ ვარჯიშზე დამაგვიანა! შაკმა კი საპასუხოდ მანქანაზე დამიკაკუნა, შებრუნდა და მომაძახა, რომ ან მენერვიულა, რადგან თვითონ გადაიხდიდა ჩემს ჯარიმას.

 

უკანა სარკეში გაშტერებული და გაოცებული ვიყურები და ჩემთვის ვფიქრობ, ნეტა რა ჯანდაბა მოხდა მეთქი, თან ვაკვირდები შაკს, თუ როგორ ჯდება პოლიციის მანქანაში სიცილ-ხარხარით. ხელი დამიქნია, დამემშვიდობა, ჩართო სირენები და წავიდა”.

 

ძალიან მაგარი კაცია შაკი!

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ