Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

17 ივნისიდან Adjarasport.tv-ზე პრემიერ ლიგის დარჩენილი ყველა მატჩი ლაივში გავა

17 ივნისიდან Adjarasport.tv-ზე პრემიერ ლიგის დარჩენილი ყველა მატჩი ლაივში გავა

1 კვირაც მოვიცადოთ მეგობრებო. ქალბატონებო და ბატონებო, მისი აღმატებულება, ინგლისის პრემიერ ლიგა ბრუნდება ტელევიზორებში, ტაბლეტებში, ლეპტოპებში, მობილურებში, მოკლედ ყველგან, სადაც Wi Fi იჭერს და რასაც ეკრანი აქვს. 

 

ინგლისში 92 მატჩი დარჩა გასამართი და ყველას ლაივში იხილავთ Adjarasport.tv-ის მხარდაჭერით. ჩვენი რა მიდის? უბრალოდ ინტერნეტი უნდა გვქონდეს, მეტი არაფერი. 

 

ფეხბურთის და ზოგადად სპორტის მოყვარულებს ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში დგება. თან მაგარი საჩუქარი გვაქვს, ცენტრალური მატჩების გარდა ყველა შეხვედრა პირდაპირ ეთერში! ტოტენჰემი-მანჩესტერიდან დაწყებული ასტონ ვილა-ნიუკასლამდე დამთავრებული, სულ ყველა თამაში ლაივში!

 

თან ჩვენ თემასაც მივხედოთ, სპორტის ბილეთებს. ლივერპულის ჩემპიონობას 1.01 აქვს კოეფიციენტი. მილიონ ლარში რამდენს მოვიგებდით?! კი არის უეჭველი ფული. 

 

თუმცა იყო მომენტი, როდესაც შეიძლებოდა გაუქმებულიყო წლევანდელი შედეგები.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ და განხილვას წითელი ეშმაკებით დავიწყებ. MU-ს ტოპ 4-ში შესვლაზე 2.75 აქვს კუში. რატომაც არა? ყველა მწყობრშია, თან ბრუნო დაიმატა ოლემ. 

 

წარმოიდგინეთ, დე ხეა, მსოფლიოს ტოპ 5 მეკარეში თავისუფლად შედის, წლევანდელი შენაძენი ვან ბისაკა საოცარია, მაგუაიერს არაუშავს. მაკტომინაი-პოგბა-ბრუნო ვისზე ნაკლები ნახევარდაცვაა? აი წინ გვერხევა მეგობრებო, სტაბილური არავინ არის. ნუ, სტაბილური დე ხეაც აღარ არის, სამწუხაროდ. ეს პრობლემები ოლემ უნდა მოაგვაროს და აუცილებლად შევა მანჩესტერი ტოპ 4-ში. 

 

მჯერა, რომ იუნაიტედი შევა ოთხეულში, 2.75 კოეფიციენტი ძალიან მაგარი ასაღებია, თუმცა გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, არასდროს დადოთ სპორტში პოზიცია თუ თქვენს ფავორიტ გუნდს ეხება ლაპარაკი. როგორც გოგოებთან ურთიერთობაში ტვინით უნდა იფიქრო და არა გულით ან იმით, ისეა - ტოტალიზატორშიც. 

 

ჩელსი

 

აბრამოვიჩმა, ლამპარდმა და ლურჯებმა ისეთი ტრანსფერები გააკეთეს, რომ აუცილებლად ტოპ 4-ს უნდა დაუმიზნონ წელს. შემდეგ სეზონში ჩელსი საერთოდ სხვა გუნდი იქნება და მჯერა, რომ ჩემპიონობისკენაც გაიწევენ. თუმცა ყველაფერი პირველ 10 ტურში გაირკვევა. 

 

 

გაისად, ლიგაზე ბაიერნს თუ შეხვდება ეს ჩელსი, დიდი შანსია გააგდოს ლამპარდმა და ბიჭებმა, როგორც მიუნხენური გუნდი, ასევე - ნებისმიერი. 

 

ჩელსის ტოპ 4-ში შესვლას 1.65 აქვს. ძალიან მიყვარს ეს კოეფიციენტი.

 

მანჩესტერ სიტი

 

სიტი და გვარდიოლა ცალკე ამბავია. კატალონიელი მწვრთნელი ძალიან მიყვარს და დიდი სურვილიც მქონდა, რომ პეპი მოსულიყო ფერგის შემდეგ მანჩესტერში, მაგრამ ცისფერ მხარეში მივიდა და დაიწყო ფულის ხარჯვა. 

 

მხოლოდ დაცვის ხაზის გამო 250 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გვარდიოლას დახარჯული და ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენ ჩილველიც უნდაო. თუ იყიდის, სავარაუდოდ ერთ 50 ლიმონს ლესტერის მცველშიც მიათხლიშავს და გაისად კიდევ ერთ პრემიერ ლიგას მოიგებს. ჩემპიონთა ლიგაზე რა ვქნათ, პეპ?! 

 

თუმცა ასეც არაა. სიტის თამაშის ყურება მსიამოვნებს. ბარსელონას ჩინური ვარიანტია. ნუ, რას ვიზამთ, ხავიესტა და მესი არ ყავს კაცს, მაგრამ ისეთ ფეხბურთელებს ასწავლა თამაში, რომ მართლაც საოცარია გვარდიოლას შედეგი. რაჰიმ სტერლინგი ღირს 200 მილიონ დოლარამდე, რაღაზეა საერთოდ ლაპარაკი? 

 

მანჩესტერ სიტი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია გვარდიოლას ხელში და დაველოდოთ ამ სეზონის ბოლოს.

 

ლივერპული

 

კლოპის გუნდზე ლაპარაკი ზედმეტია. 30 წლის შემდეგ მერსესაიდელებმა ისე მოიგეს პრემიერ ლიგა, რომ ბოდიში და ტრაკი არავის დაანახეს. 

 

იმედია, არ დაიშლება გუნდი, არ წავა მანე რეალში. პირიქით, უფრო გაძლიერდებიან წითლები და არაერთ თასს შესთავაზებენ ფანებს, რომლებსაც ძალიან მოენატრათ ძველი, კუთვნილი დიდება. 

 

ატლეტიკოსთან მერვედფინალში მარცხი კი მოტივაციაა. ლივერპულის ფანებო, არ ჩამოყაროთ ყურები მაგ ამბავზე, თქვენს მანქანას სჭირდებოდა გაჩერება, რესტარტი, რომ უფრო მეტის სურვილი გქონდეთ, როგორც თქვენ, ასევე, სალაჰს, ფირმინოს, ვეინალდუმს, ვან დაიკს და ჩემს ფავორიტს, მანეს. 

 

 

არსენალი

 

ლონდონის წითლებზე კი ძალიან მწყდება გული. მთელი ჩემი ბავშვობა მხოლოდ მანჩესტერ-არსენალი მესმოდა და ფეხბურთის მთელი მუღამი ეს დაპირისპირება იყო ჩემთვის. 

 

იმედია, არტეტა მაინც დახარჯავს ფულს. თუმცა არტეტა რა შუაშია, ვენგერსაც უნდოდა ფეხბურთელები, მაგრამ კლუბის უფროსობა არ აძლევდა თანხებს. 

 

მართლა არ ვიცი რა არის ლონდონური გრანდის მომავალი, რომელსაც ტოპ 4-ში შესვლაზე 17.0 აქვს კოეფიციენტი, ლონდონის საუკეთესო კლუბზე - 8.0 და ტოტენჰემთან ერთად იყოფს 1.85 კუშს პოზიციაზე - რომელი კლუბი უფრო მაღალ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს. 

 

რა დრო დაუდგა არსენალს. როდესაც ჰაიბერიზე ჩადიოდა მანჩესტერი მთელი დღე და ღამე ვლოცულობდი ორი ბურთით მაინც არ წააგონ მეთქი. 

 

ყველაფერს კარგს ვუსურვებ როგორც არსენალს, ასევე, მის გულშემატკივრებს.

 

 

ტოტენჰემი

 

დაიშლებიან მამლები? რას იზამს ჟოზე? რატომ დასვეს ერიკსენი სკამზე და რატომ გაუშვეს იტალიაში? მართლაც რომ ბუნდოვანია. რატომ გააგდეს პოჩეტინო, არგენტინაში მაინც დაენიშნათ კაცი, რომელმაც ახალი მოედანი ააშენა პირადად და შარშან ფინალი ითამაშა.

 

ჟოზე მოურინიო გენიალური მწვრთნელია, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ უბრალოდ მისი ეპოქა წავიდა. აღარ არის ის ფეხბურთი, რის ხარჯზეც მოიგებს პრემიერ ლიგებს და ჩემპიონთა ლიგებს. 

 

თუმცა უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ყავს პორტუგალიელს გუნდში და დიდი იმედი მაქვს, ისე არ დაამთავრებს სამწვრთენლო კარიერას, რომ კარი ძალიან მაგრად არ გამოიჯახუნოს. აი, ეგეთი კაცია ჟოზე, ჟილკიანი, არაფერი გაგიკვირდეთ. 

 

ტოტენჰემის ტოპ 4-ში დამთავრებას 11.75 აქვს კოეფიციენტი და თუმანში კაი ასაღებია, მე თუ მკითხავთ. სუფთა სპორტის ვარიანტში. 

 

 

ლესტერი

 

ლესტერი მართლაც რომ საოცრებაა. 2016-ში ინგლისის ჩემპიონობა ხომ ერთი საოცრებაა და ნამდვილად არ მეგონა 2020 წელს თუ კიდევ იქნებოდა ექვსეულშიც კი.

 

იმედია არც შემდეგი სეზონისთვის დაშლიან გუნდს და ჯეიმი ვარდი და ბიჭები ისევ იმ ფეხბურთს ითამაშებენ, რომელიც როგორც მათ, ასევე, ლესტერის გულშემატკივრებს უყვართ კინგ პაუერის სტადიონზე. 

 

ლესტერის ოთხეულში შესვლას 1.14 აქვს. 

 

Chat Shit Get Banged

 

აი, გავარდნაზეა მაგარი დასადები. 

 

ასტონ ვილა - 1.35

ბორნმუთი - 1.75

 

ბირმინგემი რომ გავარდება 99.9% მგონია. 

 

დღეისთვის სულ ეს იყო. ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან, რომ დაგვეხმაროთ ბილეთის დაწერაში და კარგი პოზიციების არჩევაში. როდესაც ბილეთს გამოვაქვეყნებთ, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია ერთად გავამწვანოთ სპორტის ბილეთი.

ბონუსად, ეს ლამაზი ჰიმნი! 

გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ