Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

იღბლიან ნამცხვარში ამოსული ციფრებით მოგებული $344 მილიონი

იღბლიან ნამცხვარში ამოსული ციფრებით მოგებული $344 მილიონი

ალბათ უმრავლესობას გაგიგიათ Fortune Cookie, ბედის, იღბლიანი ნამცხვარი, რომელიც ამერიკაში ძალიან პოპულარულია.

 

Fortune Cookie ჩინური წარმოშობისაა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უფრო იაპონურია. ნუ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ამერიკაში, 90-იანი წლების დასაწყისში, ბედის ნამცხვარი მარკეტინგული პროდუქტი გახდა. 

 

იღბლიან ორცხობილას ძირითადად აზიურ რესტორნებში შეხვდებით. Fortune Cookie-ში შეიძლება ამოგივიდეთ წინადადება, ციფრები ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც კი შეიძლება თქვენს ბედს უკავშირდებოდეს. 

 

ვიზუალურად ასე გამოიყურება:

 

66 წლის ჩარლზ ჯექსონმა იღბლიანი ნამცხვრის დახმარებით Powerball-ის ჯეკპოტი, 344.6 მილიონი დოლარი მოიგო. 

 

ჯექსონი პენსიონერია, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობს. ერთ დღეს ჯეკპოტის გამარჯვებულმა შვილიშვილი ვიეტნამურ რესტორანში წაიყვანა, რომლებსაც ვახშმის შემდეგ ბედის ნამცხვარი მიართვეს. 

 

ჩარლზს იღბლიან ორცხობილაში შემთხვევითი ციფრები ამოუვიდა და გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ ციფრებით ეთამაშა ლატარეა. 

 

მეორე დღეს, Fortune Cookie-ის რიცხვებმა 344.6 მილიონი დოლარი მოაგებინა ჩარლზ ჯექსონს, თუმცა პენსიონერს ეგონა, რომ მხოლოდ $50,000 მოიგო, რადგან ბოლო, ჯეკპოტის ციფრისთვის არ დაუხედავს.

 

ჯექსონი: “რა თქმა უნდა, იმიტომ ვთამაშობ რომ მოვიგო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ჯეკპოტს მოვხსნიდი?!”

 

როდესაც ჩარლზმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა ლატარიის ბილეთი ნახა, რომ ყველა ციფრი ჰქონდა გამოცნობილი, შევარდა ლოტოს საიტზე, გადაამოწმა ჯეკპოტის თანხის ოდენობა და ლამის გულმა დაარტყა. 

 

ჯექსონმა ცოლს დაუძახა: “ვერ დაიჯერებ იმიტომ, რომ არც მე მჯერა, მთლიანი ჯეკპოტი მოვხსენი, 344 მილიონი დოლარი!”

 

66 წლის ჯეკპოტის გამარჯვებულმა ერთჯერადად მთლიანი თანხის გამოტანა გადაწყვიტა, რაც ფინანსისტებმა ურჩიეს. თუმცა, ერთიანად გატანის შემთხვევაში მხოლოდ 223 მილიონი დოლარი შეხვდებოდა.

 

ჩარლზს მოუწევს ფედერალური კანონით გათვალისწინებული სტანდარტული გადასახადი, 24%, პლიუს ამას, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის კანონით განსაზღვრული 5.5%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩარლზ ჯექსონი სუფთად 158 მილიონ დოლარს მიიღებს. არც ეგ არის ცოტა ხომ?! 

 

ლატარიაში გამარჯვებული ამბობს, რომ დიდი ფული მის პიროვნებას ვერ შეცვლის, ის ისევ ჯინსებით ივლის, ოღონდ ახალს იყიდის. 

 

ჯექსონი, მოგებული ფულით, ჰოსპიტალებს და ბავშთა ფონდებს დაეხმარება. აუცილებლად გაემგზავრება ვიეტნამის დასათვალიერებლად ცოლთან ერთად და 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს საკუთარ ძმას, რომელთანაც ახალგაზრდობიდანვე შეთანხმება აქვს დადებული, თუ რომელიმე ძმა მოიგებს ჯეკპოტს, აუცილებლად აჩუქებს მეორე ძმას 1 მილიონ დოლარს. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ