Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ მოუგო თბილისის დინამომ მადრიდის რეალს ევროლიგის ფინალი

როგორ მოუგო თბილისის დინამომ მადრიდის რეალს ევროლიგის ფინალი

1962 წლის 29 ივნისი ქართული კალათბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. თბილისის დინამომ ევროლიგა მოიგო. თან მოუგო ვის?! მადრიდის რეალს. 

 

ძალიან სამწუხაროა, რომ თამაშის ჩანაწერი უბრალოდ არ არსებობს. რამდენიმე ადამიანისგან გამიგია, ნანახი აქვთ 7 წუთიდანი ვიდეო, რომელშიც მატჩის გარკვეული მონაკვეთია ასახული…

 

1962 წლის ევროლიგის სეზონი პირველი რაუნდით იწყებოდა და გრძელდებოდა მერვედფინალით, მეოთხედფინალით, ნახევარფინალით და ფინალით. 

 

გზა ფინალამდე

 

თბილისის დინამო მერვედფინალიდან ჩაერთო ტურნირში, სადაც თბილისელებს ბუქარესტის სტიაუა შეხვდათ. როგორც ვიცით, შეჯიბრი ორ რაუნდიანი პრინციპით იმართებოდა, სახლი-გასვლა. 

 

ქართველებმა რუმინელებს ორივე შეხვედრა მოუგეს, 77-76, 82-77 და მეოთხედფინალში გავიდნენ. 

 

შემდეგ ეტაპზე თბილისელებს თურქული დარუშაფაქა შეხვდათ და მარტივად გაანადგურეს სტამბოლელები 80-67, 84-49. 

 

ნახევარფინალში თბილისის დინამომ მოსკოვის ცსკა ორივე მატჩში დაამარცხა 75-71, 77-66 და ევროლიგის ფინალის საგზური მოიპოვა. 

 

ფინალი

 

ფინალში დინამო თბილისი მადრიდის რეალს დაუპირისპირდა. იმ დროს, ესპანეთსა და საბჭოთა კავშირს პოლიტიკურად ცუდი ურთიერთობა ქონდათ, ამიტომ ფინალური შეხვედრა, სტანდარტულად ორ მატჩიანი (სახლი და გასვლა) სერიების ნაცვლად, მხოლოდ ერთი თამაშით შემოიფარგლა, რომელიც ნეიტრალურ დარბაზში, შვეიცარიაში, ჟენევაში ჩატარდა 5,000 მაყურებლის წინაშე. 

 

მსაჯები უნგრელი ერვინ კასაი და შვეიცარიელი როჯერ ვებერი იყვნენ. 

 

სპორტის ანალიტიკოსები თბილისის დინამოს აშკარა ფავორიტებად მიიჩნევდნენ, რადგან ქართველები ესპანელებს ფიზიკურად და ტექნიკურადაც სჯობდნენ. თბილისელი კალათბურთელების სიმაღლე საშუალოდ 1.97 სმ იყო, ხოლო მადრიდელების - 1.87 სმ.

 

თამაშის სტარტზე აშკარა იყო დინამოს ფავორიტობა, თბილისელები დაცვაში ერთ-ერთზე იდგნენ, ხოლო მადრიდელები ხშირად მიმართავდნენ ზონურ დაცვას, რათა რამენაირად გაენეიტრალებინათ ჩვენი დომინანტური შეტევები. 

 

 

მატჩის პირველ ნახევარში, 15 წუთის თავზე დაფიქსირდა მაქსიმალური სხვაობა, დინამო 34:27-ს უგებდა რეალს. თუმცა მადრიდელებმა არ ჩამოყარეს ყურები და პირველივე ტაიმში ამოგვიქაჩეს თამაში. 

 

უკანასკნელ წუთებში უეინ ჰაითაუერმა თავი გაიგიჟა და პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში 38:36 დააფიქსირა, ოღონდ მაინც ჩვენს სასარგებლოდ. 

 

მეორე ნახევარი თბილისის დინამომ ცუდად დაიწყო. 24 წუთზე მადრიდელება ანგარიში გაგვითანაბრეს, 50-50. 

 

თუმცა, ჩვენთვის სასიკეთოდ, ჰაითაუერმა მალევე მიიღო მეოთხე პერსონალური და დაჯდა სკამზე, ხოლო რეალის კაპიტანმა, ხოსე ლუისმა მეხუთე ჯარიმა აიკიდა და გავარდა თამაშიდან. 

 

როგორც ზემოთ ავღნიშნე, რეალი ხშირად მიმართავდა ზონურ დაცვას, ამის გამო, თბილისელებსაც ხშირად უწევდათ შორეული ორქულიანების სროლა, მაგრამ ჩვენ გუნდში თამაშობდნენ უგრეხელიძე და კილაძე, რომლებმაც შორეული სროლების დაახლოებით 80% გამოიყენეს და 85-74 გავედით წინ! . 

 

მაინც არ დანებდნენ მადრიდელები, 6-0 გაგვექცნენ და 85-80 გახადეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჰაითაუერმაც მიიღო მეხუთე პერსონალური და ლეგიონერიც გავარდა თამაშიდან. 

 

თბილისის დინამოს აღარ გასჭირვებია თამაშის მოგება და საბოლოო ანგარიში 90-83 დააფიქსირა.

 

 

თბილისის დინამო: 

 

მინაშვილი - 9 ქულა, 2 მოხსნა

კილაძე - 14 ქულა, 3 მოხსნა

ალტაბაევი - 17 ქულა, 5 მოხსნა

ინწკირველი - 3 ქულა, 9 მოხსნა

ლეჟავა - 16 ქულა, 12 მოხსნა

პეტროვი - 12 ქულა, 6 მოხსნა,

უგრეხელიძე - 14 ქულა, 2 მოხსნა

ხაზარაძე - 2 ქულა

მოსეშვილი - 3 ქულა, 1 მოხსნა

გოგელია - 0 ქულა


 

მადრიდის რეალი:

 

ლუისი - 5 ქულა, 1 მოხსნა

სევილიანო - 11 ქულა, 3 მოხსნა

ემილიანო - 21 ქულა, 2 მოხსნა

ჰაითაუერი - 30 ქულა, 7 მოხსნა

მორისონი - 12 ქულა, 6 მოხსნა

საინცი - 4 ქულა, 2 მოხსნა

ალოსენი - 0 ქულა, 1 მოხსნა

დესარტინი - 0 ქულა


 

იმედი მაქვს, რომ რაღაც ახალი და საინტერესო გაიგეთ ამ სტატიიდან. ძალიან მწყდება გული რომ არასდროს მინახავს ეს მატჩი, თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ რომ გაგვიზიაროთ არა მარტო ჩვენ, მთელ ქვეყანას. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ